workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივრები, მოკლედ ყველა, აბსოლიტურად ყველა აღიარებს იმას, რომ კატალონიური კლუბის დაცვის ცენტრალური ხაზი ყველაზე სუსტია სხვა ევროპულ გრანდებთან შედარებით. მართალია, სანდრო როსელს არ უყვარს ფულის დახარჯვა, თუნდაც ეს კლუბს ძალიან სჭირდებოდეს, მაგრამ ამჯერად სიტუაცია საგანგაშოა და თვითონ კლუბის პრეზიდენტიც დარწმუნებულია ”ბარსას” ამ ნაკლში. ცენტარლური მცველის პოზიციის შესაძენად არის ორი ყველაზე კარგი ვარიანტი: პირველი – ახალგაზრდა, პერსპექტიული და შედარებით იაფი მათს ჰუმელსი, ხოლო მეორე – 29 წლის, გამოცდილი სუპერვარსკვლავი ტიაგო სილვა. ამჯერად ჩვენ ახალგაზრდა გერმანელ მცველზე ვისაუბრებთ, ხოლო ტიაგო სილვა შემდეგი ნაწილისთვის გადავდოთ…

ვინ არის მატს ჰუმელსი? 24 წლის მაღალი, ფიზიკურად ძლიერი, თავისი პოზიციისთვის ტექნიკური, თავდაჯერებული და ჭკვიანი მცველი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა სულ რაღაც 2 წელიწადში მოიპოვა. ჩემი აზრით, იგი ზუსტად ჩაჯდება ”ბარსელონას” სტილში და ძალიანაც გამოგვადგება, თან მომავლის პერსპექტივაც აშკარაა. მას აქვს ორი უდიდესი უპირატესობა ტიაგო სილვასთან შედარებით: ასაკი და ფასი. ასეთი ძლიერი, 24 წლის მცველის ფასი მხოლოდ 25 მილიონია, მაგრამ ტრანსფერის გაკეთება მაინც რთული იქნება. მოგეხსენებათ, რომ მათსი ”ბორუსიის” ღირსებას იცავს და ამ კლუბმა უკვე ოფიციალურად დაკარგა თავის ერთ-ერთი ლიდერი გიოტცე, ხოლო ლევანდოვსკი ცალი ფეხით ”ბაიერნშია”. დორტმუნდელები აუცილებლად შეეცდებიან სხვა ლიდერების შენარჩუნებას, რაც ”ბარსელონასთვის” ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. 

http://25.media.tumblr.com/tumblr_m9pdkn5u0O1qh9p3eo1_500.jpg

მემგონი, არცერთი კულე არ უნდა იყოს ჰუმელსის წინააღმდეგ. ფეხბურთელის, რომელიც ზუსტად ჩაჯდება კატალონიურ სქემაში და არაერთ ბრწყინვალე მატჩს გვაჩუქებს, რასაც თავის დროს უკვე ლეგენდად მონათლული, კარლეს პუიოლი აკეთებდა.

სტატიის ბოლოს კი დავტკბეთ ჰუმელსის თანაბრად კარგი თამაშით, როგორც კარის დაცვაში, ასევე შეტევების წამოწყებაში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=uyYRUMCf-s8]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=7qHddaCtdlQ]

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward