მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთისადმი დამოკიდებულება !

ფეხბურთისადმი დამოკიდებულება !

ჩვენი სიყვარული ამ სპორტისადმი უცხო აღარ არის , მაგრამ ახლა შევეცდები მწვრთნელების , ფეხბურთელების და ყველა ეროვნების გულშემატკივრის აზრი გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით ..

კითხვაზე თუ ყველაზე ემოციურს რომელ ეპიზოდს გაიხსენებდა ბავშვობიდან ლეომ ასეთი პასუხი გასცა : ” ამ სპორტში ვინც არის დალხენილი ცხოვრება არავის ჰქონია .. ასევე არც მე .. ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი , მაგრამ ოჯახის ყოველთვის მესმოდა .. რა მომცა ამ კლუბმა ? პირველ რიგში ვიტყოდი , რომ სიცოცხლე რადგან , რომ არა ეს კლუბი არავინ იცის ახლა ვინ ვიქნებოდი ან სად .. ან საერთოდ ვიქნებოდი თუ არა .. წარმატება , ღირსება , მეგობრები , გამოცდილება , გამარჯვება , ღირსეულად დამარცხება , ემოცია , გულშემატკივარი .. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა რაც კი შეიძლებოდა მოეცა .. მადლობელი ვარ ! ..”

პუიოლი : ”ალბათ სითავხედეში არ ჩამომართმევთ თუ ვიტყვი , რომ ვიცი რასაც გრძნობს გულშემატკივარი ჩემს მიმართ .. ქუჩაში , საზოგადო ტრანსფორტში მგზავრობისას მათი გამომეტყველება ყველაფერს ამბობს .. ისიც კარგად ვიცი , რომ ჩემი წასვლის დროც მალე მოვა .. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩემთვისაც და თქვენთვისაც .. გული დამწყდება ჩემი დიდი ოჯახის დატოვებასა და გულშემატკივრის მონატრებაზე .. არ აქვს მნიშვნელობა ვიქნები თუ არა აქ .. მთავარი ის არის , რომ ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები და ჩემი გული ყოველთვის ლურჯ-ბროწეულისფერი იქნება .. ”

რას გვეტყოდით თქვენს ყოფილ კლუბზე ?
პეპი : ” ამ კლუბზე და ფეხბურთელებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი .. ჩემი წარსული მხოლოდ მათ უკავშირდებათ .. შეიცვლება ყველაფერი .. გამოვიცვლი გუნდს , გავწვრთნი სხვა ფეხბურთლებს , მაგრამ ჩემი ამ კლუბისადმი სიყვარული ყოველთვის უცვლელი დარჩება ! ”..

”როცა მოვკვდები არ დაამრხოთ ეკლესიასთან , არც სასაფლაოზე .. დამმარხეთ სტადიონთან და ჩამაყოლეთ ბურთი , რადგან ბურთი ჩემი ცხოვრებაა ” .. ! – რონალდინიო ერთ-ერთ ინტერვიუში ..
ალბათ სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ფეხბურთის მიმართ თუ გინდა , რომ იყო ისეთი , როგორიც გაუჩო , მაგრამ მისნაირები , ხომ საუკუნეში ერთხელ იბადებიან !

რას იტყოდით თქვენს კლუბზე ?
გულშემატკივარი : ”ბევრს ვერაფერს .. საბედნიეროდ მე მაქვს შესაძლებლობა დავესწრო მათ ყველა თამაშს .. ეს ყველაფერია .. არ აქვს აზრი იგებენ ისინი თუ აგებენ ”..

”დღეს ჩემი საყვარელი გუნდიდან ”რეალიდან” რაული გაუშვეს .. შენ ალბათ მასზე არაფერი იცი , მაგრამ ის დიდი ფეხბურთელი იყო .. დღეს ის ამ კლუბის ღირსებას აღარ იცავს და სწორედ ამიტომ არ მინდა ვინმეს ისეთი თვალით უყურებდე ვისზეც გგონია , რომ ყველაფერია დამოკიდებული .. ეს ასე იყო ამ შემთხვევაშიც თუმცა ყველაფერი წარმავალია .. სამუდამოდ არაფერი რჩება ! ” – გულშემატკივარი ..

ერთ დღეს , როდესაც ”ბარსელონამ” ”რეალთან” წააგო ატირებული მეზობელი მამაჩემთან შემოვარდა და სთხოვა , რომ მეორე დღეს სკოლაში გაჰყოლოდა რადგან არ უნდოდა მისთვის დაეცინათ ..

რას ეტყოდით გულშემატკივარს რომლის ნერვიულობის მიზეზი თქვენი კლუბია ?
ინიესტა : ”ვერაფერს(იცინის) .. ეს გზა მათ აირჩიეს .. ნერვიულობა ისახავს მიზანს , ხოლო მიზანი ამართლებს შესაძლებლობას .. მადლობა მათ ! ” ..

როცა აგებს თქვენი გუნდი :
”ამ დროს საკუთარ თავს არ ვგავარ .. სახლში იციან , როცა ხმას არ ვიღებ რა მოხდა .. ” -გულშემატკივარი ..

ერთ-ერთ არდადეგებზე სოფელში მე და ჩემმა მეგობრებმა დავინახეთ როგორ ეხმარებოდა პატარა ბიჭი ბებიას გირჩების შეგროვებაში , რომელსაც ”ბარსას” მაისური ეცვა .. ერთ-ერთმა ასეთი განცხადება გააკეთა : ”იმუშავა მონამ ! ..”
არ კი არა ვერაფერი ვერ ვუთხარი , რადგან როცა ადამიანთან საუბრობ ამ ცხოვრებაში რამე მაინც უნდა გაეგებოდეს ..

რომ არ ყოფილიყო ფეხბურთი ..
ჩავი : ”არც მე ვიქნებოდი .. ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია ..”

წაგების შემდეგ :
გულშემატკივარი : ” ყოველი წაგება ერთობის ძალაა .. წაგების შემდეგ იმედი მოდის ! ყოველთვის გამარჯვებული ვერავინ იქნება .. არასდროს ვნებდებით ! კამპ-ნოუს ტრიბუნა ყოველთვის იგუგუნებს !

რა როლი უჭირავს ფეხბურთს თქვენთვის ?
გულშემატკივარი : ” ჩემი მამა ნარკომანია , დედა ათეისტი და დღეს ”ბარსელონას” შემყურე ბედნიერი ვარ ! ეს კლუბი ყველა პრობლემას მავიწყებს .. ”

მაგალითები უბრალოდ ყველაფერს ამბობს და ყველაფერზე უდაოდ მეტყველებს ! უბრალოდ სპორტი, რომელიც სპორტზე მეტია !! 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=GMW4GV81Pgg]

[media=http://www.youtube.com/watch?v=I4BP2AtzVZk]

[media=http://www.youtube.com/watch?v=8L-eUaVJPqQ]

 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©

ჯერემი რენერი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში