მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დრონი მეფობენ და არა მეფენი !

დრონი მეფობენ და არა მეფენი !

More Than a Site ! ასე ჰქვია ჩვენს საიტს სადაც 15579 მომხმარებელია ! ბევრჯერ შევსწრებივარ ჩხუბს , ცენზურის დარღვევას , ჩვენთვის შეუსაბამო კომენტარებს .. მაგრამ უფრო ბევრჯერ შევსრებივარ თბილ დამოკიდებულებას ! ასეა თუ ისე საქართველოში ყველაზე რეიტინგული საიტია ! იქ სადაც ყველა ცდილობს ერთმანეთს ასიამოვნოს ! იწერება თქვენთვის ათასობით სტატია , იგებთ უფრო მეტს და სიყვარული ჩვენი კლუბისადმი უფრო ღრმავდება ! რა შუაშია თემასთან ეს ყველაფერი და რატომ დავიწყე ასეთი შესავლით ?…

ახლა როცა წყნარი მუსიკის მოსმენას შევყევი და საიტი გადავქექე კითხვა გამიჩნდა რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ ? თუნდაც 5 ან 10 ! შემდეგში ვინები იმუშავენ თქვენთვის ? ან როგორი მომხარებელი ეყოლება საიტს.. იტყვით ახლა რა უაზრო კითხევბს სვამსო , მაგრამ ეს დღევანდელი ჩვენი რეალობაა ! ის , რომ ”ბარსელონას” გარეშე ვერ ვძლებთ და ეს კლუბი ჩვენთვის ჩვევაში გადასული სიამოვნებაა .. ეს საიტი კლუბისაა და მარტივად , რომ ვთქვათ დღეს ბარსამანიის გარეშე არ ვატარებთ ! მეტისმეტად დიდი შესავალი გამომივიდა და პირდაპირ თემას დავუბრუნდები .. საიტის მომავალზე მეტად კლუბის მომავალმა დამაინტერესა და გადავწყვიტე მომავალში გამომგზაუროთ ! თუმცა ის სევდიანი მომავალი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩვენთვის , აუცილებლად მოვა !

ამ სტატიას კი ვუძღვნი ამ საიტს , მომხმარებელს და განსაკუთრებით ვეტერან გულშემატკივარს ! 90-იანელებს , რომელთა დროშიც მთავარი იყო გქონოდა ბურთი და ”ნასუსი” უკვე მდიდარი იყავი ! დიდი ასაკით ვერ დავიკვეხნი ანდაც რა დასაკვეხნია , მაგრამ ფეხბურთში ასაკოვანი გულშემატკივარი მეტად ფასობს ! მათი აზრი მეტად მისაღებია ! მართალია ! ყოველთვის სიამაყით ვივსები როცა ”ბარსას” მაისურით უფროს ადამიანს ვხედავ ! საბედნიეროდ მათ ნაკლებობას არ განვიცდი ..

ანრი , რონალდინიო , ეტო , პეპი , რივალდო , კიჭა .. ეს იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია , რომელიც ერთ დროს ”ბარსელონას” მამოძრავებელი ძალა იყო და დღეს აღარ არიან ! ასე მარტივად .. იყვნენ და აღარ არიან ! მაგრამ ამ სიმარტივეში ნამდვილი გულშემატკივრისთვის დიდი ტკივილი იმალება ! არცერთის გაშვება არ იყო გუნდიდან ადვილი და ბევრ ემოციასთან იყო ასოცირებული .. მაგრამ ეს ემოცია ფეხბურთს თან სდევს და ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით ! არც ისე დიდი დრო გვაშორებს ჩვენი კაპიტანის კარიერის დასრულებასთან და ეს დიდ რევოლუციას მოახდენს კლუბში , ხოლო გულშემატკივრისათვის დიდ დარტყმას .. კაპიტნობა მარტივი საქმე არ არის .. პუიოლი კი იმ კაპიტნების რიცხვს მიეკუთვნება , რომელებიც ნამდვილი კაპიტნები არიან ! ხერხემალია გუნდის , ღერძია , სულია , გულია , მებრძოლია , ჟინია , მონდომებაა , თავდადებაა , მაგალითია , ”ჯიგარია” ! ყველაფერია .. არ მინდა იმის წარმოდგენა , რომ ის აღარ იქნება თუმცა გარდაუვალია .. ერთ სიცოხლედ ღირს პუიოლის გაცილების ყურება .. დაუვიწყარ სანახაობას მოუწყობს გულშემატკივარი თუმცა , თუმცა .. ძნელია გადმოსცე ის შეგრძნება რასაც მისი წასვლა გამოიწვევს .. ვალდესი , რომელიც ბევრი შეცდომების მიუხედავად კლუბის ლეგენდაა .. კარგი მხრივ თუ ცუდით ეს თქვენ გადაწყვიტეთ .. მე კარგს ვიტყოდი .. სხვას , რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ლამასიიდანაა .. ბევრჯერ შეუტანია წვლილი კლუბის წარმატებაში ! სწორედ ის ფეხბურთელია ვიქტორი , რომელიც ყველა კულეს სათქმელს ამბობს ! არც მისი წასვლა იქნება ადვილად გადასატანი ..


ელ მაესტრო ! ვიცე-კაპიტანი და განუყოფელი კლუბისგან ! წინასწარმეტყველებენ , რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მოგვევლინება .. ალბათ თუ ასე მოხდა იმდენად მტკივნეული აღარ იქნება ფეხბურთიდან ჩავის წასვლა , როგორც სხვების , მაგრამ ის დიდ ფეხბურთს ძალიან დააკლდება ..
დონ სიკვდილა ! ასაკის მიუხედავად დღესაც ყველა თამაშში ბრწყინვალედ გამოიყურება .. ასე ბრწყინვალედ დაასრულებს კარიერას და ბრწყინვალე გაცილებასაც მოუწყობენ !
ლა პულგა ! მან ფეხბურთის სხვა სამყარო შემოგვთავაზა .. მესიმ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანა .. წავა და კიდევ ერთი ოქროს ხანა დაიხურება ამჯერად ლეო მესის შექმნილი !
ძნელი იქნება წინ გახედვა და მომავლის ყურება , როდესაც დღევანდელი კლუბის ლიდერები აღარ იქნებიან ! თუმცა ეს ასეა ! არაჩვეულებრივი თაობა გვყავს , რომლებზეც მომვალში ასე ისაუბრებენ , როგორც ახლა ჩვენ დღევანდელ ლეგენდებზე !

ბინაში სადაც მე ბავშვობიდან ვიზრდები ძალიან თბილი დამოკიდებულებაა .. როგორც ზევით ავღნიშნე რა თქმა უნდა ჩვენც გვყავს ვეტერანი მეზობელი .. რომელსაც ბურთი და ”ნასუსი” დღემდე აქვს .. ფეხბურთზე საუბარი თითქმის არასდროს არ გვქონდა , მაგრამ ერთ დღეს , როდესაც სკამზე აცრემლებული თვალებით დავინახე გადავწყვიტე მეკითხა რა სჭირდა.. როდესაც მივედი შერცხვა და ცრემლების დამალვა გადაწყვიტა შემდეგ კი მხარზე ხელი დამადო და მითხრა , რომ ფეხბურთი არასდროს არ შემყვარებოდა რადგან ბინძურია ისევე , როგორც პოლიტიკა .. თავიდან ამ სიტყვების აზრს ვერ მივხვდი , მაგრამ შემდეგ უფრო კარგად ჩამახედა .. ” დღეს ჩემი საყვარელი გუნდიდან ”რეალიდან” რაული გაუშვეს .. შენ ალბათ მასზე არაფერი იცი , მაგრამ ის დიდი ფეხბურთელი იყო .. დღეს ის ამ კლუბის ღირსებას აღარ იცავს და სწორედ ამიტომ არ მინდა ვინმეს ისეთი თვალით უყურებდე ვისზეც გგონია , რომ ყველაფერია დამოკიდებული .. ეს ასე იყო ამ შემთხვევაშიც თუმცა ყველაფერი წარმავალია .. სამუდამოდ არაფერი რჩება ! ”

იმ სიტუაციის ცოტა კი შემრცხვა რადგან არვიცოდი რა მეთქვა ისეთი გულშემატკივრისთვის , რომელიც ცრემლებამდე ერთგული 57-ის განმავლობაშია .. ბოლოს ვუთხარი , რომ ამ სიბინძურეში უკვე ჩათრეული ვარ და ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი ცრემლებია .. სიხარულისაც და მწუხარებისაც ! გაიცინა და მითხრა , რომ მის სიტყვებს ერთ დღეს აუცილებლად გავიხსენებდი .. დღეს და მანამდეც ხშირად მიფიქრია ამ ყველაფერზე , მაგრამ დღეს გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ყველაფერი .. ალბათ სათქმელი კარგად მაინც ვერ გამდმოვეცი , რადგან ეს ის არის რასაც ყველა თავისებურად განიცდის !

კაპიტნები კლუბიდან წასვლაზე :

კარლეს პუიოლი : ” რა თქმა უნდა მეც წავალ , როგორც სხვები თუმცა ჩემი გული ყოველთვის აქ იქნება .. მე ამ კლუბში ჩამოვყალიბდი , როგორც პიროვნება , ფეხბურთელი , მცველი , კაპიტანი .. აქ მყოფმა ხალხმა ყველაფერი მომცა .. მათ ჩემი გულის დიდი ნაწილი უჭირავთ ! .. ”

ჩავი : ”ეს ჩემი სახლია.. ამ კლუბში დიდი ხანია ვარ , რომელთანაც ძალიან ვარ დაკავშირებული ისევე , როგორც ფეხბურთელებთან.. “ბარსელონას” არასდროს ჰქონია ტალანტების ნაკლებობა და როცა მე წავალ ვიქნები მშვიდად , ვინაიდან მეცოდინება , რომ “ბარსა” კვლავ წავა წინ და მოიგებს ტიტულებს ჩემთან , ან ჩემს გარეშე.. ამ კლუბთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს .. ეს წლები ყოველთვის იცოცხლებს ჩემს გულში ! მადლობელი ვარ ასევე იმ სიყვარულისთვის რასაც ჩემს მიმართ ვგრძნობ .. ის ხალხი , რომელსაც ვუყვარვართ და პატივს გცემენ ჩვენთვის დიდი ძალაა ”..

უბრალოდ დღევანდელი ფეხბურთის გარდაუვალი მომავალი !
სადაც ისევე , როგორც ყველგან მბრძანებელი დროა ! 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=m57T9RIfKow] 

ლა მასიის გასაოცარი ქმნილება !  
[media=http://www.youtube.com/watch?v=Yozvl3y29Ow]

და ბოლოს… დაუვიწყარი ეპოქა და განუმეორებელი 4 წელიწადი, რომელიც “კულეებს” არასდროს დაავიწყდება 

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=SLTSkcPki1E] 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის © 

ჯერემი რენერი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში