მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უკანასკნელი დაპირისპირება ლეგენდარულ მოედანზე

უკანასკნელი დაპირისპირება ლეგენდარულ მოედანზე

“ატლეტიკი”და “ბარსელონა” შაბათს ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდებიან “სან მამესის” ლეგენდარულ მოედანზე, რომელსაც ზაფხულში დაანგრევენ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის შემდეგ. კატალონიელებისთვის კი ეს “სან მამესზე” ჩატარებული მეასე შეხვედრა იქნება.

“სან მამესზე” დაპირისპირებები შემდეგნაირად ნაწილდება: 81 ლა ლიგის მატჩი, 14 კოპა დელ რეის შეხვედრა, 2 შეხვედრა ესპანეთის სუპერ  თასზე, ხოლო 1 კოპა პრეზიდენტეს ეგიდით ჩატარებული მატჩი. ამ შეხვედრებში “ბარსელონამ” 28ჯერ იმარჯვა, 22 თამაში ფრედ დაასრულა, ხოლო 49ჯერ გამარჯვება ბასკებმა მოიპოვეს. კატალონიელებმა 139 გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს, საკუთარ კარში კი 186 მიიღეს.

 “სან მამესზე” გატანილი გოლებით ლიდერობს სესარ როდრიგესი 8 გატანილი ბურთით. მას მოჰყვებიან: მარიანო მარტინი, ბაკერო, სტოიჩკოვი და სავიოლა. თითოეულ მათგანს ოთხი გოლი აქვს გატანილი.

ამ მოედანზე მოგება ყოველთვის უჭირდათ “ბარსას” ფეხბურთელებს. ლიგაზე, 81 მატჩიდან მათ 22ჯერ იმარჯვეს. აქდეან 12 გამარჯვება კი უკანასკნელ 23 შეხვედრაში მოიპოვეს.

ასე, რომ “ბარსელონას” ძალიან ბევრი მოგონება აკავშირებს “სან მამესთან”, სადაც კატალონიელებს არამარტო ოფიციალური, ამახანგური მატჩებიც აქვთ ჩატარებული. 19 შეხვედრაში “ბარსამ” მხოლოდ ერთხელ სძლია მეტოქეს 15ჯერ კი დამარცხდა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში