გილერმო ამორი 1967 წლის 4 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში დაიბადა. ესპანელი ფეხბურთელი “ბარსას” შემადგენლობაში 1988 წლიდან 1998 წლამდე ირიცხებოდა, პირველ გუნდში მოხვედრამდე კი ოთხი წელი (1984–1988) “ბარსელონა ბ–ში” გაატარა. ამ წლების განმავლობაში ამორმა ესპანეთის ლიგა ხუთჯერ, ესპანეთის სამეფო თასი კი სამჯერ მოიგო, ხოლო ესპანეთის სუპერთასის მოპოვება ოთხჯერ მოახერხა. უეფას თასების მფლობელთა თასს და უეფას სუპერ ლიგას კი ორჯერ დაეუფლა. ასევე შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გოლის გატანა.“Barca Tv”–მ შემოგვთავაზე ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც მისი გოლებია ასახული.
[http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=I19wCgk-kkg]