ყველამ ვიცით, თუ რა მოხდა 2013 წლის 23 აპრილს. ეს დღე დიდხანს დარჩება კულეების გულში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწარედ დასამახსოვრებელი XXI საუკუნეში, მაგრამ ცვლის თუ არა ეს ყველაფერს? სრულდება თუ არა აქ ”ბარსელონას” ეპოქა?
ორივე კითხვაზე ერთიდაიგივე პასუხია: ”რა თქმა უნდა, არა!”. როგორ შეიძლება ეპოქის დასრულებაზე საუბარი მხოლოდ ერთი წაგების შემდეგ. გავიხსენოთ, თუნდაც წლევანდელი თებერვალი. ერთ-ერთი ყველაზე რთული 30-დღიანი მონაკვეთი კლუბის ისტორიაში. წაგებული 2 კლასიკო და მშრალად წაგებული მატჩი ”სან სიროზე”. რამდენი ანტიკულე ამბობდა, რომ წელს მთავრდება ”ბარსას” ერა? რამდენი ანტიკულე ამბობდა, რომ ”ბარსელონა” არაფერია გუარდიოლას გარეშე? ჩემი აზრით, რომელიც შეიძლება ბევრს სუბიექტურად მიაჩნდეს ეს არასწორი მიდგომაა ფეხბურთისადმი. ბოლო 5 წელიწადი კატალონიელები აშკარად დომინირებდნენ ევროპის ფეხბურთში და ამას ფეხბურთის ყველა ობიექტური გულშემატკივარი აღიარებდა. ”ბარსას” არაამქვეყნიურმა თამაშმა ბევრს შეაყვარა თავისი თავი, ხოლო ბევრს შეაძულა. მინდა ჩვენი საყვარელი კლუბის ”ჰეითერებს” ვუთხრა: პატივი ეცით კლუბს, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტურნირი მოიგო რაშიც კი მონაწილეობდა! პატივი ეცით კლუბს, რომელმაც ბოლო 6 წელიწადში სამჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი! პატივი ეცით კლუბს, რომელმაც “რეალს” 5:0 და 6:2 მოუგო! პატივი ეცით კლუბს, რომელიც ამდენ დაუვიწყარ მომენტს ჩუქნის მაყურებლებს და მის გულშემატკივრებს! პატივი ეცით კლუბს, რომელმაც მილანს ქამბექი გაუკეთა 2 ბურთიანი ჰანდიკაპის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად!). პატივი ეცით კლუბს სადაც რონალდინიო თამაშობდა! პატივი ეცით კლუბს, რომელშიც პუიოლი, ინიესტა, ჩავი, მესი, ვილია და ბევრი სხვა მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი თამაშობს!

და სტატიის ბოლოს მინდა მივმართო ბლაუგრანას ”ფანებს” (მემგონი, ”ძალით ფანებს” უფრო კარგად ჟღერს): თუ ”ბარსას” წარუმატებლობის დროს არ იზიარებთ ჩვენს მწუხარებას, მაშინ ნუ იზიარებთ ჩვენთან ერთად ჩვენ გამარჯვებას!
ბატონებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენი კლუბი არ არის უძლეველი, მაგრამ ის არის მარადიული!
[media=http://www.youtube.com/watch?v=LXD80Q0V3cM]
გმადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი



