”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ძალიან კარგად იცის ”ბარსელონას” ტაქტიკა და თუ როგორ შეაჩეროს იგი.
”ჩემი აზრით, მესი თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს, რადგან იგი უკვე შეუდგა სრული დატვირთვით ვარჯიშს. მაგრამ ”ბარსელონა” მარტო მესი არ არის. კატალონიური გრანდს ისე კარგად ვიცნობ, როგორც ჩემ გუნდს, ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მჭირდება პეპ გუარდიოლას დახმარება! ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს არც წილისყრის შემდეგ არ შეცვლილა. ”ბარსელონას” პრობლემები აქვს უკანა ხაზში, რადგან პუიოლი და მასკერანო იუქმებენ. სამაგიეროდ, მწყობრშია ერიკ აბიდალი, რომელმაც წინა თამაში შესანიშნავად ჩაატარა. თუმცა, მნიშნველობა არ აქვს, რომელ ფეხბურთელებს გამოიყვანს მოედანზე ”ბლაუგრანა”, რადგან ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს გეგმა, თუ როგორ დავამარცხოთ კატალონიელები.” – განაცხადა ჰაინკესმა.



