დაუმარცხებელნი გერმანიაში ბოლო 11 წლის განმავლობაში

დაუმარცხებელნი გერმანიაში ბოლო 11 წლის განმავლობაში

გერმანული კლუბები ტრადიციულად, რთულ და ძლიერ მეტოქეებად ითვლებიან, მაგრამ ”ბარსას” შემთხვევაში ეს გამონაკლისია. 21- საუკუნეში კატალონიელებს ნამდვილად არ უჭირთ ბუნდესლიგის კლუბების წინააღმდეგ თამაში, კერძოდ კი ”ბლაუგრანას” ბოლო 8 მატჩში არცერთი წაგება არ აქვს. ”ბარსელონას” ანგარიშზეა 5 მოგება და 3 ფრე. ბოლო 4 დაპირისპირება გერმანელების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხდა, ხოლო დანარჩენი ოთხი – იგივე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება, მათ ბოლო სტუმრობას ამ ქვეყანაში, ეს მოხდა 2011/2012 წლების სეზონში. მაშინ ”ბარსა” ლევერკუზენის ”ბაიერნს” შეხვდა და დამაჯრებლად დაამარცხა.

”ბარსელონას” ბოლო 8 ოფიციალური მატჩი გერმანიაში (თითოეული მათგანი ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გაიმართა): 

2011/2012: ლევერკუზენის ”ბაიერი” – ”ბარსელონა” (1-3). მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა

2009/2010: ”შტუტგარტი” – ”ბარსელონა” (1-1). მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა

2008/2009: ”ბაიერნი” – ”ბარსელონა” (1-1). მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა

2007/2008: ”შალკე” – ”ბარსელონა” (0-1). მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა

2007/2008: ”შტუტგარტი” – ”ბარსელონა” (0-2). ჯგუფური ეტაპი

2006/2007: ”ვერდერი” – ”ბარსელონა” (1-1). ჯგუფური ეტაპი

2005/2006: ”ვერდერი” – ”ბარსელონა” (0-2). ჯგუფური ეტაპი

2002/2003: ლევერკუზენის ”ბაიერი” (1-2). ჯგუფური ეტაპი

11 წელი უკანასკნელი მარცხიდან 

ჩვენ მოგვიწევს 2001/2002 წლების სეზონებში დაბრუნება იმის სანახავად, თუ როდის წააგო ”ბარსელონამ” უკანასკნელად გერმანიაში. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლევერკუზენის ”ბაიერის” წინააღმდეგ, სადაც კატალონიელები 1-2 დამარცხდნენ. ამის შემდეგ, ”ბლაუგრანას” შედეგი ბუნდესლიგის კლუბების წინააღმდეგ, გასვლაზე და სახლში, 14 მოგებას და 3 ფრეს შეადგენს.

მოგებების ნაკლებობა მიუნხენში 

ყველაფერი ზემოთ წაკითხული შეიძლება გესიამოვნოთ, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ”ბარსას” მიუნხენში ”ბაიერნის” წინააღმდეგ არცერთი ოფიციალური თამაში არ აქვს მოგებული. ისინი სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ”ბაიერნის” არენაზე და ორი მათგანი ფრედ დასრულდა (უეფას თასის ნახევარფინალი 1995/96 წლების სეზონში; ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა 2008/09 წლების სეზონში), ხოლო ერთხელაც, 1998/99 წლებში ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი