მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუპ ჰაინკესი ”ბარსელონასთან” მომავალ დაპირსპირებაზე საუბრობს

იუპ ჰაინკესი ”ბარსელონასთან” მომავალ დაპირსპირებაზე საუბრობს

”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ”ბარსელონასთან” მომავალ დაპირსპირებაზე საუბრობს. 

”მართალია, რომ ბოლო წლებში ”ბარსელონა” ევროპულ ფეხბურთში დომინირებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფილოსოფია გვაქვს, რომელიც უნიკალურს გვხდის. პეპ გუარდიოლას დიდ პატივს ვცემ და მასთან ძალიან თბილი ურთიერთობები მაკავშირებს. თუმცა, მისი არანაირი რჩევა არ მჭირდება, რადგან მე კარგად ვიცნობ, როგორც ”ბარსელონას”, ასევე ესპანურ ფეხბურთს. ”ბაიერნის” ძლიერი სეზონი ორი სიტყვის ახსნით შეიძლება: გუნდური თამაში. ახლა ჩვენ კლუბის ისტორიაში, ყველაზე სანახაობრივ და თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობთ. არსებობს ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც მატჩის წინ მოსამზადებელ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ჰაინკესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში