ვინ არის დღეს ანდრეს ინიესტა? მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც აქვს ყველაფერი რაზეც დამწყები ფეხბურთელები ოცნებობენ. ფული, ჯილდოები და რა თქმა უნდა, კარგი სათამაშო ატმოსფერო. ”ბარსელონა” უდავოდ, ინიესტასთვის იდეალური ვარიანტია. მისი საოცარი უნარი თამაშის გამწვავებისა აძლევს მას უფლებას ქონდეს პრეტენზია იყოს საუკეთესო თავის პოზიციაზე. ალბათ, ასეც არის. მაგრამ ამ ტკბილი ცხოვრების უკან, როგორითაც ახლა ანდრესი ცხოვრობს, უამრავი რთული და მტკივნეული დღეა. ზუსტად ამაზე მინდა გესაუბროთ: რა უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ გახდეს წარმატებული…
12 წლის ბიჭს, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება მშობლების გარეშე, მოსდის შემოთავაზება კატალონიური გრანდიდან. თავიდან ამ ყველაფერმა ინიესტას უზომო სიხარული გამოიწვია, მაგრამ შემდგომი 1 კვირა ბიჭი დეპრესიაში იყო. არავის არ ელაპარაკებოდა და სულ ცუდ ხასიათზე იყო. სიტუაცია ”ლა მასიაშიც” არ შეცვლილა. ანდრესი იმ პერიოდს იხსენებს, როგორც ”ჯოჯოხეთს”. მისი პირველი მეგობარი ”ბარსელონაში”, ხორხე ტროიტეირო იხსენებს, რომ ანდრესი სულ ტიროდა. მისი სიყვარული ოჯახისადმი უსაზღვრო იყო.
კლუბისადმი სიძულვილი 1999 წელს სიყვარულში გადაიზარდა. მაშინ Nike-ს 15-წლამდელთა ტურნირის ბოლო წუთი მიმდინარეობდა და ინიესტამ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. გუარდიოლამ თასი გუნდის კაპიტანს, ანდრესს ააწევინა. სახლში მისვლისთანავე ”სიკვდილამ” (ეს ზედმეტსახელი მას ზუსტად ამ ტურნირზე შეარქვეს) ჩამოსხნა გუარდიოლას ძველი პლაკატი და ახალი ჩამოკიდა, რომელზეც მისი კუმირის ხელმოწერაც კი იყო: ”საუკეთესოს, საუკეთესოთა შორის!”.

აი აქედან იწყება ინიესტას თავდადება ამ კლუბისადმი. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს მოგახსენებთ. 2004 წელი იდგა, ”ბარსელონამ” რონალდინიო შეიძინა და ფლეიმეიქერის პოზიციაზე ათამაშებდა, რამაც ინიესტა დაჩრდილა. ანდრესი ძირითადად სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მისი ტალანტი მაინც დაინახა ისეთმა გამოცდილმა სპეციალისტმა, როგორიცაა სერ ალექსი. ”მანჩესტერი” ”ბარსელონას” სერიოზულ შეთავაზებას უკეთებდა და ტრანსფერის ბედი ინიესტაზე იყო დამოკიდებული. მანჩესტერელთა სამწუხაროდ მან განაცხადა: ”სხვა ნებისმიერ გრანდში 90 წუთ თამაშს, ”ბარსელონაში” 1 წუთი თამაში მირჩევნია.” ამ განცხადების შემდეგ, იგი ერთი-ორჯერ ამაღლდა გულშემატკივრების თვალში.
2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე, ინიესტა უკვე ”ბარსელონას” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუზე თემა ინიესტას მამაზე ჩამოვარდა. მან განაცხადა: ”მამაჩემი? საუკეთესოა! ძალიან კარგად მახსოვს, რომ მთელი ოჯახი 3 თვე ეკონომიას ვაკეთებდით, რათა შემდეგ კარგი ბუცები მეყიდა. იმის შემდეგ უკვე 15 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამ ბუცების ნებისმიერი შეხედვისთანავე მე მახსენდება ვინ ვარ და საიდან ვარ.”
აი ასეთი დიდებული ადამიანია ანდრესი. დიახ, ადამიანი და არა ფეხბურთელი. საფეხბურთო საზოგადოების უმეტესობა თვლის, რომ ადამიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ როგორ იცი ბურთის გაგორება. ინიესტა არის ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი მოღვაზე, რომელმაც ყველაფერს თავისი ნაოფლარით და ნაშრომით მიაღწია.
სტატიის ბოლოს კი მივცეთ ჩვენ თავს უფლება, დავტკბეთ მისი ულამაზესი ფეხბურთით!
[media=http://www.youtube.com/watch?v=woG_Iiw3-hs]
[media=http://www.youtube.com/watch?v=DSN3UevwcK4]
გმადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი



