workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “ბარსელონაში” თამაშს ვერასოდეს წარმოვიდგენდი”

ადრიანო: “ბარსელონაში” თამაშს ვერასოდეს წარმოვიდგენდი”

“ბარსელონას” ახალმა შენაძენმა ადრიანო კორეიამ თავის ახალ კლუბზე და მის მოულოდნელად განვითარებულ კარიერაზე ისაუბრა ბარსელონას ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში და დიდი სიხარული ვერ დამალა, რომელიც “მსოფლიოს ლამაზი ფეხბურთის მანქანაში” გადასვლითაა გამოწვეული.

მან ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოდნავაც არ შეყოვნებულა როდესაც “ბარსელონას” შემოთავაზების შესახებ გაიგო.

“აღფრთოვანებული ვარ, არც კი დავფიქრებულვარ როდესაც “ბარსელონაში” გადასვლა შემომთავაზეს, მომეცა შანსი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვითამაშო და მე ამ შანსს გამოვიყენებ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთ გუნდში ვითამაშებდი.” განაცხადა ადრიანომ მის ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, მთელი ცხოვრება ვიშრომე რათა ამისათვის მიმეღწია.” დაამატა 25 წლის ბრაზილიელმა.

“ბარსელონას” ადრიანოსნაირი ფეხბურთელი ძალიან სჭირდებოდა, მას შეუძლია ნახევარდაცვაში და დაცვაში ოროვე ფლანგზე თამაში. კლუბმა ფეხბურთელთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამეიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის “ბარსელონას” სრულუფლებიანი წევრია.

კატალონიელებმა ფეხბურთელში 9,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ადრიანო დამატებით 4 მილიონ ევროს კიდევ მიიღებს პრემიის სახით თუ კლუბმა ტიტულის მოგება კვლავ შეძლო მომდევნო სეზონში.

“მე ოთხ პოზიციაზე შემიძლია თამაში, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მე ყველანაირად ვეცდები მას ყველაფერი საუკეთესო მივცე რაც კი გამაჩნია.” თქვა ადრიანომ.

ადრიანო “სევილიაში” 2004 წლიდან თამაშობს და უკვე 4 მნიშვნელვანი საფეხბურთო გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მან ორჯერ მოიგო ესპანეთის სამეფო თასი (2007-2010) და ამდენივეჯერ დაეუფლა უეფას თასს ანუ ევროპა ლიგას (2006-2007).

ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტის სანდრო როსელის მოსვლის შემდეგ მოვიდა კლუბში, ამ სეზონში კი ადრიანო მეორე სერიოზული შენაძენია დავიდ ვილიას შემდეგ.

soccerway.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward