“ატლეტიკოს”, “რეალის” და “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა რადომირ ანტიჩმა გუშინდელი წილისყრის შემდგომ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ძლიერი მეტოქე ხვდა წილად “ბაიერნის” სახით.
შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვას შეგირდები მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან, მეორე წყვილში კი მაყურებელი “რეალისა” და “დორტმუნდის” დაპირისპირებას იხილავს.
“ბარსელონას” ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა. ასევე ნუ დავივიწყებთ “ლუჯ-ბროწეულისფერთა” დანაკარგებს. კარლეს პუიოლი მხოლოდ კაპიტანი არ არის. ეს არის ფეხბურთელი, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხავიერ მასკერანოც ძალიან მნიშვნელოვანია “ბარსელონასათვის”. – განაცხადა ანტიჩმა.