10 საინტერესო ფაქტი “ბაიერნის” შესახებ
1. “ბარსელონას” მსგავსად, “ბაიერნსაც” ჩემპიონთა ლიგის თასი ოთხჯერ აქვს მოპოვებული: 1974–1976 წლებში და 2001 წელს .
2. “ბაიერნი” არის ყველაზე წარმატებული კლუბი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში: მათ გერმაინიის ჩემპიონატი 23-ჯერ აქვთ მოგებული, გერმანიის თასის მფლობელები კი 15-ჯერ გახდნენ, ასევე მოპოვებული აქვთ თასების მფლობელთა, უეფას და საკონტინეტთაშორისო თასი (ამ უკანასკნელის მოპოვება ორჯერ შეძლეს).
3. მათი სტადიონი არის “ალიანს არენა”. სტადიონი იტევს 68,000 გულშემატკივარს, ის გაიხსნა 2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩასატარებლად (2006, გერმანია).
4. ყველაზე სწრაფი ჩემპიონები: “ბაიერნმა” ამ სეზონის გერმანიის ჩემპიონატის თასი უმოკლეს დროში გაინაღდა. მიუნხენელები მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდის “ბორუსიას” 20 ქულით უსწრებენ.
5. იუპ ჰეინკესიე (მწვრთნელი): 67 წლის გერმანელი გუნდს 2011 წლიდან უდგას სათავეში. მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს მთავრდება, კლუბი კი მის განახლებას არ აპირებს.
6. დანაკლისი: თავდამსხმელი ტონი კროოსი და მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი ტრავმის გამო, ხოლო მარიო მანჯუკიჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ პირველ შეხვედრას. მიუხედავად დანაკლისისა, “ბაიერნს” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს.
7. ჩემპიონთა ლიგა: 2001 წელს მოგებული თასის შემდეგ, გუნდმა ფინალში გასვლა ორჯერ მოახერხა 2010 და 2012 წლებში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა, 2011 წელს გუნდი მეთექვსმეტედფინალიდან, ხოლო 2009 წელს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონობისათვის ბრძოლას.
8. უკანასკნელი შეხვედრა 2009 წელს: 2009 წელს სწორედ “ბარსელონამ” გააგდო გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან. პირველ შეხვედრაში გვარდიოლას გუნდმა 4–0 სძლია მექოქეს, ხოლო განმეორებით მატჩში მიუხენში გუნდი ფრეს დასჯერდა (1–1). ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა, რომ “ბარსა” შემდეგ ეტაპზე გასულიყო.
9. 24 ივლისი, ამხანაგური მატჩი: ნახევარ–ფინალის შემდეგ გუნდები მოკლე ხანში კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩში. შეხვედრა “ალიანს არენაზე” გაიმართება.
10. პეპ გვარდიოლა – მომავალი მწვრთნელი: 16 იანვარს, “ბაიერნის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი “ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას გაიფორმებდნენ, რომელიც მუშაობას 2013 წლის ივნისიდან შეუდგება. ესპანელმა 4 წლის განმავლობაში “ბარსელონასთან” ერთას შესაძლო 19 თასიდან 14-ის მოპოვება შეძლო.



