“პსჟ-ს” მცველმა მაქსველმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“პირველი მატჩის შედეგები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ თავი თავდაჯერებულად. ვიცით, რომ “ბარსელონას” ბურთის დაჭერა უყვარს და ამ ტემპის აყოლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ მაქსიმალურს.”
“თუ გამარჯვება გვსურს, უნდა ვითამაშოდ გაბედულად და ხაისათით. შევეცდებით პირველივე წუთიდანვე აგრესიულად ვითამაშოთ და მოწინააღმდეგე გავაკვირვოთ. მოვაშოროთ თამაში ჩვენს კარებს და სწრაფად შეუტიოთ.” – დაასრულა მაქსველმა.



