წარმოგიდნენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებზე. ფაქტების უმეტესობა ალბათ თქვენთვის უცნობი იქნება.
- მესის საყვარელი მუსიკა არის კუმბია. მას არ აქვს საყვარელი სიმღერა, როდესაც მესი კუმბიას უსმენს, მისი მეგობრები მას დასცინიან.
- ჩავი არის ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მხარს უჭერს სავარჯიშო კამპუსებში სექსუალური კავშირს.
- დავიდ ვილიას საყვარელი ფილმია “მამაცი გული”. დავიდს ეს ფულმი 5-6-ჯერ აქვს ნანახი.
- როდესაც ალექსის სანჩესი 6-7 წლის იყო, თავის ქალაქში მანქანებს რეცხავდა, რომ მოეგროვებინა ფული.
- კრისტიან ტელიოს საყვარელი სამოტივაციო მონოლოგია “ყოველ კვირა დღეს” დასკვნითი ნაწილი.
- ვალდესი თავის თავს ახასიათებს ზედმეტად ემოციურს. ის ნებისმიერ ემოციურ მომენტზე ტირის და დროთა განმავლობაში უფრო სენტიმენტარული ხდება.
- პიკე ამჯობინებს ფილმებს უყუროს სახლში, რადგან არ იცის როგორც მოიქცეს როდესაც ის და შაკირა პუბლიკურ ადგილას გადიან.
- როდესაც დავიდ ვილია პატარა იყო, უნდოდა მაღაროელი გამოსულიყო როგორც მისი მამა.
- სესკის დედა ეუბნება მას, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულია, მაგრამ თავად ფაბრეგასი ფიქრობს, რომ თვითკრიტიკა ეხმარება განვითარებაში.
- სანამ დანიელ ალვეში ფეხბურთელი გამოვიდოდა, მას სურდა გამხდარიყო ფორმულა 1-ის ბოლიდი.
- ანდრეს ინიესტას აქვს პატარა მოგონებების მუზეუმი საკუთარ სახლში.
- დანიელ ალვეშმა დაიფიცა, თუ “ბარსელონა” გასცდებოდა “მილანს” ის თმებს შეიღებავდა ქერად, დანაპირები მან შეასრულა.
- მესი თვლის, რომ თუ მას ფეხბურთის თამაშისთვის არ გადაუხდიან, ის საკუთარი სურვილით გააგრძელებს თამაშს.
- მარკ ბარტრას მოსწონს el canto del loco-ს სიმღერა aquellos años locos.
- ხერარდ პიკე არაა წინააღმდეგი რომ გააჩერონ ქუჩაში და გადაიღოს მასთან სურათი, მაგრამ ვერ იტანს როდესაც ვახშმობაში უშლიან ხელს.


