უეფა უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ ევროპული ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვოლფგანგ შტარკს სასჯელი გამოუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე აბსოლუტურად ყველა მატჩის განსჯა აუკრძალა.
აქამდე, ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ უეფამ უკვე დასაჯა შტარკი, რადგან კატალონიელებმა საჩივარი შეიტანეს ცუდ მსაჯობაზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, პსჟ-სა და ”ბარსელონას” შორის. ამ მატჩში აღსანიშნავი იყო გერმანელი მსაჯის სამი ტექნიკური შეცდომა. მან არ გააჩერა თამაში, როდესაც ორი დაზიანებული ფეხბურთელი, მასკერანო და ალბა მოედანზე იწვნენ. შტარკის შეცდომებმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო ანგარიშზეც.