workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვეში: 246 მატჩი “სევილიაში” და 246 მატჩი – “ბარსელონაში”

დანი ალვეში: 246 მატჩი “სევილიაში” და 246 მატჩი – “ბარსელონაში”

“მალიორკას” წინააღმდეგ მატჩი დანიელ ალვეშისათვის 246-ე აღმოჩნდა “ბარსელონას” მაისურით. ბრაზილიელმა სწორედ ამდენივე მატჩი ჩაატარა “სევილიაშიც” სადაც 2003-2008 წლებში გამოდიოდა. 

დანიელ ალვეში “სევილიაში” ბრაზილიური “ბაიადან” გადავიდა 2003 წლის დასაწყისში 19 წლის ასაკში. დანიმ ანდალუსიურ კლუბში 5,5 წლის განმავლობაში 246 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოახერხა და ხუთი ტიტულიც მოიპოვა (სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, უეფას თასი – 2) 

2008 წლის ზაფხულში დანიელ ალვეში “ბარსელონაში” გადაბარგდა სადაც 4,5 წელიწადში იმდენივე მატჩის ჩატარება მოახერხა რამდენიც “სევილიაში” – 246. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბში გაცილებით ნაკლები წლების განმავლობაში თითქმის 3-ჯერ მეტი ტიტული მოიპოვა გუნდთან ერთად. (ლა ლიგა – 3, სამეფო თასი – 2, ესპანეთის სუპერთასი – 3, ევროპის სუპერთასი – 2, უეფას ჩემპიონთა ლიგა – 2, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2)

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” მოქმედ ფეხბურთელთა შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ალვეში მხოლოდ : მესის (374), ინიესტას (445), ვალდესს (493), პუიოლს (581) და ჩავის (666) ჩამორჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward