workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო 6 კვირას გამოტოვებს

მასკერანო 6 კვირას გამოტოვებს

“ბარსელონა” პარიზიდან შინ დიდი დანაკლისით ბრუნდება. “პარკ დე პრენსზე” გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ხავიერ მასკერანომ, რომელიც ლაზარეთში უახლოეს 6 კვირას დაჰყოფს.

მასკერანომ ტრავმა მე-2 ტაიმში, ხორდი ალბასთან შეჯახების დროს მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინელ მცველს მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული და ის ფეხბურთს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მასკერანო ლა ლიგის დარჩენილი 9 თამაშიდან მონაწილეობას მხოლოდ ბოლო სამში მიიღებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი, მისი ხილვა მხოლოდ ფინალში იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თუ გუნდმა ამ ეტაპამდე მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ლაზარეთში უკვე იმყოფებიან კარლეს პუიოლი, ადრიანო და პედრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward