workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო კორეია კლარო

ადრიანო კორეია კლარო

სრული სახელი: ადრიანო კორეირა კლარო

ნომერი: 21

დაბ. ადგილი: კურიტიბა, ბრაზილია

დაბ. თარიღი: 1984 წლის 26 ოქტომბერი (25 წლის)

სიმაღლე: 172სმ

პოზიცია: მცველი / ნახევარმცველი

 

ბიოგრაფია

ადრიანო კორეირა კლარო დაიბადა კურიტიბაში (ბრაზილია) 1984 წლის 26 ოქტომბერს. ადრიანომ თავისი პროფესიონალური კარიერა მშობლიურ ქალაქში დაიწყო – საფეხბურთო კლუბ “კურიტიბაში”. მან თავი ბრაზილიაში თამაშის დროს კარგად წარმოაჩინა, როგორც ძალიან კარგი ფეხბურთელი (უუნივერსალი), ასევე პატარაობიდან მას შეატყეს, რომ ადრიანო იყო საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელი. მისით ძალიან ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა. მას შემდეგ რაც “კორიტიბაში” ადრიანომ 81 მატჩი ჩაატარა და აქედან 2 –ჯერ თავი იჩინა, ასევე მოიგო ორჯერ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი 2003 და 2004 წლებში.  მან დატოვა ბრაზილიური კლუბი და ესპანურ “სევილიაში” გადავიდა. მისი დებიუტი ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩში შედგა  2005 წლის იანვარში.

ამის შემდეგ ადრიანოს კლუბში ადაპტაცია არ გაუჭირდა. იგი ყოველთვის მზად იყო კლუბის დასახმარებლად ცუდ სიტუაციაში (იგულისხმევა თუ ვინმე ტრავმას მიიღებდა ფლანგზე თამაშისას). ადრიანო გუნდისათვის ძალიან მნიშნელოვანი ფიგურა გახდა. მან “სევილიასთან” ერთად ორჯერ შეძლო უეფას თასის მოგება 2005–06 და 2006–07 წლებში, ასევე იმარჯვა 2006 წელს ევროპის სუპერ–თასზე.  გუნდი ევროპის რიგით ნომერ მე–2 ტურნირზე კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში ისეთ გრანდებთან ბრძოლა, როგორიც “ბარსა” და “რეალია” უჭირდა,სამაგიეროდ წარმატებით ასპარეზობდა ესპანეთის თასზე 2006–07 და 2009–10 წლებში. ასევე ანდალუსიულმა კლუბმა იმარჯვა 2007 წელს ესპანეთის სუპერრ–თასზე.  ამის შემდეგ “სევილია” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა. მისმა კლუბმა წლევანდელი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 1./8 ფინალურ სტადიაზე გასვლაც შეძლო, მაგრამ სამწუხაროდ მოსკოვის “ცსკა”–სთან მარცხი იწვნია. ადრიანომ “სევილიას” მაისურით 157 მატჩი ითამაშა და აქედან 10–ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

აღსანიშნავია, რომ ადრიანოს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით არც ისე ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, მხოლოდ და მხოლოდ 8. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან 2003 წელს მოიგო 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ასევე აღსანიშნავია, რომ მონაწილეობა მიიღო 2004 წლის კოპა ამერიკაზე, რომელზედაცვ ტრიუმფატორი სწორედ ადრიანოს ნაკრები აღმოჩნდა.

ადრიანომ “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი 2010 წელს მოაწერა, მისი ტრანსფერი “ბლაუგრანას” 9,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

თვისებები

ამპლუით ადრიანო კორეირა კლარო მარჯვენა მცველია, მაგრამ მას ძალიან კარგად შეუძლია დაცვის საპირისპირო ფლანგზე თამაში. იგი ძალიან კარგად ხმარობს მარცხენა ფეხსაც. წინა სეზონში დადასტურდა, რომ იგი უნივერსალი ფეხბურთელია და დაცვის გარდა ნახევარდაცვაშიც შეუძლია გუნდს სარგებელი მოუტანოს.

 

მიღწევები

პარანიენსას გამარჯვებუკლი (კორიბიტა) – 2003, 2004

უეფას თასი (სევილია) – 2005–06, 2006–07

სუპერთასი (სევილია) – 2006

ესპანეთის თასი (სევილია) – 2006–07, 2009–10

ესპანეთის სუპერ–თასი (სევილია)  – 2007

 

20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი  – 2003

კოპა ამერიკას გამარჯვებული – 2004

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward