1987-88 წლების სეზონი “ბარსელონას” ისტორიაში ლუის არაგონესის მოსვლითა და “Motín del Hesperia”-ს სკანდალით იყო გამორჩეული.
1987 წლის ზაფხულში, კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა ტრანსფერებში ერთი პესეტაც კი არ დახარჯა. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ბერნდ შუსტერი, რომელმაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში პირველი გუნდიდან მოკვეთილი იყო. “ბარსა ბ”-დან დაწინაურდნენ კრისტობალი, ლინე, ლოპეს ლოპესი და სერხი.
გუნდში მოვიდნენ:
- კრისტობალ პარალო (კანტერა)
- დავიდ ლინდე (კანტერა)
- ფრანსისკო ლოპეს ლოპესი (კანტერა)
- სერხი ლოპესი (კანტერა
გუნდი დატოვეს:
- მარკ ჰიუზი (“ბაიერნი”)
- მარკოს ალონსო (“ატლეტიკო”)
- ესტებან ვიგო (“მალაგა”)
- სტივ ფრადერა (“საბადელი”)
- სტივ არჩიბალდი (“ესპანიოლი”)
- ხუან კარლოს პერეს როხო (ტრავმის გამო “ბარსა ბ”-ში დაბრუნდა)
1987-88 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური იყო. გუნდში 3 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელი მუშაობდა, რაც სკანდალით დასრულდა, რომელსაც “Motín del Hesperia”-ს სახელით ვიცნობთ.
ესპანეთის ჩემპიონატის სტარტი კოშმარული იყო: ზედიზედ 4 მარცხი, რასაც ტერი ვენეიბლზის დათხოვნა მოჰყვა. ნუნიესმა ინგლისელის შემცვლელი მალევე იპოვნა და გუნდი ლუის არაგონესს ჩააბარა. ესპანელმა ჩემპიონატში სიტუაცია გამოასწორა, ხოლო სამეფო თასზე გამარჯვებას მიაღწია, დაამარცხა რა ფინალში “სოსიედადი” მინიმალური სხვაობით. მაგრამ დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და პირადი პრობლემების გამო, არაგონესს დეპრესია დაეწყო. ამის გამო, სამკურნალოდ მყოფმა მწვრთნელმა ჩემპიონატის 2 ტური გააცდინა, ხოლო მის ნაცვლად გუნდს კარლოს რექსაჩი თავკაცობდა.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, გუნდს უბრუნდება ბერნდ შუსტერი, მაგრამ გერმანელმა კატალონიელთა რიგებში ფეხი ვეღარ მოიკიდა და სეზონის ბოლოს “რეალს” მიაშურა.
“ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც 1942 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო. გარდა ამისა, “რეალმა”, ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. უეფას თასზე, არაგონესის შეგირდები 1/4-ფინალში დამარცხდნენ. “ბარსას” “ლევერკუზენმა” მოუგო, რომელმაც, საბოლოოდ, ჩემპიონობაც იზეიმა.
გუნდს სეზონი უტიტულოდ მაინც არ ჩაუმთავრებია. 1988 წლის 30 მარტს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, კატალონიელებმა “სოსიედადი” დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ალექსანკომ გაიტანა.
“Motín del Hesperia”
1988 წლის 28 აპრილის საღამოს, მწვრთნელი და თითქმის ყველა ფეხბურთელი (ლინეკერის, ლოპეს ლოპესისა და შუსტერის გარდა) სასტუმრო “Motín del Hesperia”-ში შეიკრიბნენ და კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ ლუის ნუნიესის გადადგომა მოითხოვეს. ამის მიზეზი როგორც გუნდის სპორტული შედეგები, ასევე ფეხბურთელთა ხელფასის დაქვითვასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო. შედეგად, პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და მის ნაცვლად იოჰან კრუიფი მიიწვია.
1987-88 წლების სეზონი შედეგები
- ესპანეთის სამეფო თასი – ჩემპიონი
- უეფას თასი – 1/4-ფინალი
- ესპანეთის ჩემპიონატი – მე-6 ადგილი
1987-88 წლების სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა

1983: როხო – იმპულსი კანტერადან
1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად
1985: ამარილიას მოსვლა და “ვერცხლის” წელი
1986: სუბისარეტასა და ლინეკერის მოსვლა
გაგრძელება იქნება…