workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

რაც გვარდიოლამ “ბარსელონა” დატოვა, მას შემდეგ პეპზე არაფერი დამიწერია. მიზეზს ვერ გეტყვით, თავადაც არ ვიცი. რამდენიმე წუთის წინ ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ს ძველ სიმღერებს ვუსმენდი და ერთ-ერთი მათი ცნობილი ჰიტი Fix you გამახსენდა. სიმღერის მომსენისას კი გვარდიოლას სიტყვები კამპ ნოუზე. იმ წუთებში ბევრი ასოციაცია მქონდა, ამიტომ ჯობია საქმეზე გადავიდე, თორემ დაიბნევით. 

“ჯენტლმენებო დილა მშვიდობისა. წარმოიდგინეთ, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. თქვენთან ერთად, მე ეს კლუბი  მიყვარს და არასდროს მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ კლუბს ზიანს მიაყენებს. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი დამყარებული “ბარსელონას” სიყვარულზე. მე მინდა და მჭირდება სიმშვიდე და დისციპლინა.” 

“გუნდმა უკვე გაიარა ის პერიოდი, როდესაც ყველა პროფესიონალი არ იყო. დროა გავიდეთ და დავდოთ ყველაფერი. მე ამ კლუბის ნაწილი წლების მანძილზე ვიყავი და არ მინდა ის შეცდომები გავიმეორო, რაც ადრე დავუშვი. მე დავიცავ მის ღირსებას სიკვდილამდე, მაგრამ მე ვიქნები მომთხოვნი, ყველას მიმართ, ასევე საკუთარი თავის.”

“მე მხოლოდ ამას გთხოვთ. მე არ გავბრაზდები თუ თქვენ ვერ მოიგებთ, მაგრამ 100%-ით დაიხარჯებით. ვპატიობ ყველა შეცდომას, მაგრამ მე მოვითხოვ წარმოდგენას. ეს არის კლუბი და ჯენტლმენებო მხოლოდ ამას მოვითხოვ. თქვენ უნდა დადოთ ყველაფერი.” 

ეს მისი პირველი სიტყვებია გასახდელში. ალბათ ციტატიდანაც ხვდებით, რამდენად შეყვარებულია ეს ადამიანი “ბარსელონაზე” ბუნებრივიცაა. კატალონიელები ნამდვილი ნაციონალისტები არიან და საკუთარი ყველაფერი უყვართ. 

მან გუნდში შემოიტანა ახალი სტილი, თუმცა ვცდები, ეს სტილი ბევრად ადრე იყო მოგონილი. არიგო საკი, არსებობდა ასეთი არაჩვეულებრივი მწვრთნელი, რომელიც ზღაპრულად ათამაშებდა იტალიურ “მილანს”. დამერწმუნეთ, დღევანდელი “მილანი” საკის “მილანს” არც უნდა შეადაროთ. მსგავსი ფეხბურთი იოჰან კრუიფმა ჩანერგა მწვრთნელობის დროს. კრუიფის გურუ კი გუნდში სწორედ პეპ გვარდიოლა გახლდათ. მსგავსი ისტოები ალბათ ბევრიც წაგიკითხავთ, ბევრი დოკუმენტური ფილმიც გინახავთ. 

“ფეხბურთი თანაბარუფლებიანი თამაშია. ორივე გუნდში 11 ფეხბურთელი თამაშობს. მოედანზე ზედმეტი მხოლოდ ბურთია. ჩვენი ფილოსოფია ასეთია, ითამაშე ბურთით, წააგე მატჩი, მაგრამ ბურთით. ბურთთან სიახლოვე ფეხბურთის სილამაზეს ქმნის.” 

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვითამაშებდი “ბარსელონაში”, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე გავხდებოდი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პირველივე წელს მოვიგებდი 6 ტიტულს. რაც ჩემს თავს ხდება ლამაზ სიზმარს ჰგავს.” 

მისი სიტყვები ყოველთვისა საუნტერესო და დასაფიქრებელი იყო. მისი ბიოგრაფიული წიგნი ახლახანს გამოვიდა, რამდენიმე დღეში ამ წიგნს მეც მოვიპოვებ და შევეცდები გადავთარგმნო უცვლელად. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward