ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მიიჩნევს, რომ მის გუნდს რთული, მაგრამ საინტერესო თამაშები ელის.
“ბარსელონასთან” თამაში ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება. ძალიან კარგად გვესმის, რომ რთული დაპირისპირება გველის. გასულ ზაფხულში, “ბარსელონას” ერთხელ უკვე შევხვდით. ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ეს უკვე ამხანაგური თამაში არაა. “ბარსელონა” უფრო გამოცდილი გუნდია და კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვთ. თუმცა, საკუთარი შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავაკეთებთ. წინ რთული, მაგრამ საინტერესო თამაშები გველის.” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.