“მილანთან” 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ერთი-ერთი საუკეთესო მატჩია მათ შორის, რომელიც მის გუნდს ოდესმე ჩაუტარებია.
ანდრეს ინიესტა
“მიზანს მივაღწიეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო მათ შორის, რომელიც აქამდე ჩაგვიტარებია. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება მომავალშიც გამოგვადგება.
გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. როდესაც გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ასეთი ერთიანობაა, “კამპ ნოუზე” თამაში ჩვენი მეტოქისთვის ძალიან რთულია.
ვალდებულნი ვიყავით გვებრძოლა და მოგვეგო. სწორედ ეს გავაკეთეთ. ეს ფანტასტიკური შეგრძნება იყო. როდესაც ჩვენს შესაძლებლობებს ვამტკიცებთ, ჩვენი დამარცხება ძალიან რთულია.
სეზონი გრძელია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ დღეს 110%-ით დავიხარჯეთ.” – აცხადებს ინიესტა.
თამაშის შემდეგ, კომენტარი “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს. ყველა მათგანი თანხმდება, რომ კატალონიელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს. ფეხბურთელები გულშემატკივრების როლზეც საუბრობენ.
დავიდ ვილია
“პირველივე წუთიდან მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. პირველი გოლის გასატანად მსაჯის სასტვენისთანავე დავიძარით. გვჯეროდა, რომ სასურველი შედეგის ჩვენება შეგვეძლო და ასეთი მიდგომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
გულშემატკივრების გამო მოხარულნი ვართ. მათ ჩვენი ყოველთვის სჯეროდათ და ამ დროის განმავლობაში, ისინი არ გვაკრიტიკებდნენ. ამ მოგებას მათ ვუძღვნით.
ჩვენი სიხარული უსაზღვროა. მიღწეულით სიამოვნება უნდა მივიღოთ. ნამდვილად არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ შეგვხვდება 1/4-ფინალში.”
ხორდი ალბა
“ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან სასწორზე ბევრი რამ იდო. ბოლო წუთებში გაგვიჭირდა, რადგან “მილანი” გოლის გასატანად იყო მომართული.
კარგად გამოვიყურებოდით როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ნამდვილი “ბარსელონა” ვიხილეთ.
მეტოქეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. საბედნიეროდ, ჩემი გოლი მნიშვნელოვანი გამოდგა.”
ხერარდ პიკე
“გაგვიმართლა, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ და ეს დაგვეხმარა. “მილანს” პირველივე წუთიდან ვჯობდით და გოლების გატანასაც ვახერხებდით.
სტადიონზე არსებული ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. გულშემატკივრებმა იცოდნენ რა გვჭირდებოდა და შედეგად, კარგად ვითამაშეთ.”
დანი ალვესი
“ვფიქრობ, გულშემატკივრებმა სტადიონი თავაწეულებმა კიდევ ერთხელ დატოვეს. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელმაც მილანში წააგო. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც ამ საღამოს მოიგო. პრესინგს ვახორციელებდით, ვქმნიდით მომენტებს და ა.შ.
ესაა ჩვენი გუნდის სახე. ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ თამაშის რიტმი. ამ მაგიურ ღამეს ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. როგორც წესი, გადამწყვეტ თამაშებზე შესაბამისი რეაქცია გვაქვს ხოლმე.”



