”ბარსელონას” 4 მნიშვნელოვანი დღე ელის, რაც კარგად ესმის როურას. ”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კვირა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა იყო. ფეხბურთელებს კარგ მდგომარეობაში ვხედავ და ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. როგორც წესი ახლა შაბათის მატჩზე კონცენტრირებაა საჭირო. ”დეპორტივოსთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ უპირატესობა მეტოქეებთან” – აღნიშნა ”ბარსელონას” მწვრთნელმა.
გუნდს სურს, რომ გააგრძელოს გამარჯვებები როგორც საშინაო, ასევე გასვლით შეხვედრებში, რათა სიმშვიდე შენარჩუნდეს პრიმერაში. ”როცა ყველაფერი კარგად მიდის ხალხი ეიფორიით აღსავსეა. როდესაც ვმარხცდებით ყველას პესიმიზმი იპყრობს. ჩვენთვის ლა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრი რამ გვაქვს გასაკათებელი, რათა ის მოვიგოთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ” – ახსნა როურამ.
ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან
ჟორდი როურამ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ 1 კვირიანი მომზადება გუნდს დაეხმარება მომდევნო მატჩებში: ”ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან სურთ გამარჯვებები და როცა სათანადო დონეზე ვერ ასპარეზობენ თავს ცუდად გრძნობენ. მიმდინარე კვირაში გუნდი ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მათზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ კონცენტრირებულები არიან შაბათის შეხვედრაზე და სავსე არიან იმედებით, რომ სამშაბათს ”ქამბექს” მოვახერხებთ”.
”ბარსას” თავკაცმა განაცხადა, რომ ”დეპორტივოსთან” შეხვედრაში ცოტათი განსხვავებული იქნება შემადგენლობა იქნება სამშაბათის მატჩთან შედარებით. მიუხედავად სურვილისა, რომ ”დეპორტივოსთან” გუნდმა კარის მშრალად შენახვა მოახერხოს მთავარი მაინც გამარჯვებაა: ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მეტოქემ გოლი ვერ გაგვიტანოს. გვსურს, რომ შაბათს არ გავუშვათ გოლი. ვიცით, რომ ეს ”მილანთან” შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად ამისა მთავარი მაინც გამარჯვებაა” – განაცხადა ჟორდიმ.
3 მცველით თამაში ერთ-ერთი ვარიანტია
როურამ ასევე აღიარა: ”3 მცველით თამაში ერთ-ერთი ვარიანტია, რომლიც გამოყენებაც შეგვიძლია. შეხვედრის მიმდინარეობისას გადავწყვეტთ, გვჭირდება თუ არა ეს”. სამშაბათის შესაძლო ”ქამბექზე” მწვრთნელმა განაცხადა: ”ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, თუმცა ამას გამყარება ჭირდება მუშაობით და მოქმედებებით”.
მადლობელია მხარდაჭერისთვის
როურამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ როსელს მხარდაჭერისთვის: ”მე მისი მადლობელი ვარ, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ისე მუშაობას, როგორც დაგეგმილი იყო. პრეზიდენტის გამოჩენა ყოველთვის უხარიათ გასახდელში. მას ჩვენი მონახულება მაშინ შეუძლია, როდესაც მოისურვებს”.
როურამ ასევე ვიქტორ ვალდესის 4 მატჩიან დისკვალიფიკაციაზეც ისაუბრა: ”ფეხბურთელი თავად ნერვიულობს იმის გამო, რომ 4 შეხვედრას გამოტოვებს. სასჯელი ისეთია, როგორიც არის. კლუბმა უკვე გააგზავნა თხოვნა ამ გადაწყვეტილების გადასახედად. ვნახოთ როგორ პასუხს მივიღებთ. ნებისმიერ შემთხვევაში გვყავს პინტო, რომელიც ყოველთვის კარგად უმკლავდება საქმეს, როცა კარში დგას”.
ჩავი ერნანდესის ტრავმის შესახებ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სამწრთნელო შტაბი მომდევნო დღეების განმავლობაში დააკვირდება ფეხბურთელის პროგრესს და გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი დროულად ფორმის აღდგენას და გუნდის დახმარებას.
”რაც უკეთესი ატმოსფეროა სტადიონზე, მით უკეთესი ჩვენთვის”
ჟორდი როურამ დასასრულს გულშემატკივრების მხარდაჭერაზე ისაუბრა: ”ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ გულშემატკივრების აყოლიება და დიდებული ატმოსფერო უნდა შევქმნათ სტადიონზე. ეს ჩვენს თამაშზე იქნება დამოკიდებული, ჩვენს სურვილზე. რა თქმა უნდა, რაც უკეთესი ატმოსფეროა სტადიონზე, მით უკეთესი ჩვენთვის”.