კატალონიური ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელიც ხოსეპ გვარდიოლას წყალობით იქცა მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა შემტევად –პედრო როდრიგესი აღნიშნავს,რომ წლევანდელი სეზონი მისთვის განუმეორებელი იყო.პრიმერა დივიზიონის მატჩებზე ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი–ვისენტე დელ ბოსკე და ახალგაზრდა პედრო ნაკრებში მიიწვია.
პედრო როდრიგესი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ–ერთი დებიუტანტი იყო ბარსელონადან.შეგახსენებთ,რომ ბარსელონადან მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში დებიუტანტები იყვნენ–სერხიო ბუსკეტსი და ვიქტორ ვალდესი.
ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს პედროსთან: –”ეს იყო განუმეორებელი წელი,იმიტომ რომ ჯერ ბარსელონაში ვითამაშე საკმაოდ კარგად და რამდენიმე გამარჯვების მომტანი გოლიც კი გავიტანე,ეს ყველაფერი უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელია.და ამ ყველაფრის ფონზე სეზონის ბოლოს ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში მიმიწვია.ჩემი დებიუტი მუნდიალზე იყო და ამ მუნდიალზე ჩემპიონები გავხდით,ეს ბევრისთვის აუხდენელი ოცნებაა, ჩვენ კი ეს ოცნება ავიხდინეთ– დაასრულა პედრიტომ.
პედრო:ეს იყო განუმეორებელი წელი
წყარო:barca.ru
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.