მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი “ნაპოლისაც” მოუნდა

სანჩესი “ნაპოლისაც” მოუნდა

როგორც სჩანს, მოახლოებულ ზაფხულში, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლა იქნება გამართული. დიდი ალბათობით, ჩილელი შემტევი იტალიაში დაბრუნდება, სადაც თამაში მას იმაზე ბევრად კარგად გამოსდის, ვიდრე “ბარსელონაში”.

ალექსის სანჩესი “ბარსელონაში” 2011 წლის ზაფხულში, “უდინეზედან”, დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ჩილელმა კატალონიაში აშკარად ვერ გაამართლა და მის სერია A-ში დაბრუნებაზე საუბარი დაიწყო.

როგორც ცნობილია, სანჩესის დამატება “იუვენტუსს” სურს. ტურინელები მზად არიან, ჩილელის ერთწლიან არენდაში 5 მილიონი ევრო გადაიხადონ და თუ ერთი წლის შემდეგ, მათ მისი ყიდვა მოუნდებათ, კიდევ 20 მილიონი დაამატონ.

იტალიური პრესის ცნობით, “იუვენტუსს” კონკურენტი გამოუჩნდა. სანჩესის შეძენის სურვილი “ნაპოლიმაც” გამოთქვა. ნეაპოლელები სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერს იმ შემთხვევისთვის განიხილავენ, თუ გუნდს ედინსონ კავანი დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში