მსოფლიოს წამყვანი ბუკმეკერები დღევანდელი “ელ კლასიკოს” ფავორიტად არა მასპინძელ “რეალს”, არამედ “ბარსელონას” მიიჩნევენ. ყველა წამყვანი ბუკმეკერის აზრით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოგების მეტი შანსი სტუმრებს აქვთ.
მაგალითად: William Hill-ი “ბარსას” მოგებას კოეფიციენტს 2.37-ს აძლევს, “რეალის” მოგება – 3.0-ს. მადრიდული კლუბის მთავარი სპონსორი, Bwin-ი “ბარსას” 2.3 კოეფიციენტს ანიჭებს, ხოლო “რეალს” – 2.8-ს. “ბარსას” 2.3 კოეფიციენტს აძლევს Bet365-ც, რომელიც “რეალს” 2.87-ს ანიჭებს.
“ბარსას” ფავორიტობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ დღევანდელი მატჩი “რეალისთვის” უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მადრიდელებს მალე საჩემპიონთალიგო დაპირისპირება ელით. თორემ, დღეს რომ “რეალი” “ბარსაზე” კარგ მდგომარეობაშია, ამას კატალონიური კლუბის გულშემატკივრებიც აღიარებენ.