სესკ ფაბრეგასი: ”უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და წინ სწრაფად ვიმოქმედოთ შაბათის შეხვედრაში. მათ კონტრ-შეტევაზე დაგვიჭირეს, 0:2 კი დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენთვის. აქედან უნდა ვისწავლოთ… ორი მნიშვნელოვანი ტურნირი წინ არის და უნდა ვიბრძოლოთ. ეს მატჩი არ აისახება ”მილანთან” შეხვედრაზე, ეს გუნდები სხვაგვარად თამაშობენ. მე მჯერა ამ გუნდის. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, ისინი ბოლომდე გვიჭრდნენ მხარს”.
ჟორდი ალბა: ”ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. ჩემპიონთა ლიგის წინ ეს მარცხი უფრო გაგვაძლიერებს. ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემ კონტრ-შეტევაზე დაგვიჭირა და პენალტი გამოიმუშავა. ორი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, თუმცა ”მილანთან” განმეორებითი მატჩი გველის და მჯერა, რომ უკეთ ვითამაშებთ. თუკი სწრაფ გოლს გავიტანთ, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი გვექნება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს”.
სერხიო ბუსკეტსი: ”ვფიქრობ, რომ ნორმალურად ვთამაშობდით და შედეგი გადაჭარბებულია. ვიცით, რომ ახლა კარგად ვერ ვთამაშობთ, თუმცა წინ ”მილანთან” მატჩი გველის, ასევე ვიბრძოლებთ პრიმერას მოსაგებად. ჩვენ უნდა მოვიგოთ მნიშვნელოვანი ტიტულები”.
დანი ალვესი: ”ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ, ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი. ასეთ დონეზე თამაშისას შეცდომების უფლება არ გაქვს. მათ კარგად დაკეტეს თამაში და სწრაფად გვიტევდნენ. ხალმა იცის, რომ ჩვენ ვცდილობდით”.



