workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: „მესი უკეთესი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი“

როსელი: „მესი უკეთესი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი“

“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. გარდა ამისა, “ბარსას” პირველი პირი ბრაზილიელი ნეიმარის საკითხსაც შეეხო.

“ყოველთვის ამბობენ, რომ გუნდს უმაღლეს დონეზე თამაში და ტიტულების მოგება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში შეუძლია. გასული 4 წელი, ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით და უკვე მე-5 დაიწყო.

რაც შეეხება ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობას, როგორიც ლიონელ მესია – ამ მხრივ, “ბარსელონას” პრეზიდენტობა ადვილია. მესი უკეთესი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი.” – აცხადებს სანდრო როსელი.

ნეიმართან დაკავშირებით, “ბარსას” პრეზიდენტი შემდეგ კომენტარს აკეთებს: “როგოროც ვიცი, მას “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ამის გარდა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდის გასაძლიერებლად მხოლოდ საუკეთესო ვარიანტებს განვიხილავთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward