გუშინდელმა მარცხმა ”სან სიროზე” შეწყვიტა კატალონიელთა სამ მატჩიანი მოგებათა სერია ამ დიდებულ სტადიონზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბოლოს კატალონიელები ”მილანის” წინააღმდეგ, გასვლაზე 2004 წლის 30 ოქტომბერს წააგეს. მაშინ იწყებოდა რაიკაარდის ეპოქა და გუნდის ლიდერები იყვნენ: დეკო, რონალდინიო და ეტო’ო. იმ თამაშში შევჩენკომ შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა 31-ე წუთზე. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხდებოდა. საბოლოოდ ”ბარსამ” მოახერხა პლეიოფში გასვლა და ბევრის გასაკვირვად, 1/8 ფინალში ”ჩელსიმ” შეძლო მათი გამარჯვება. ზუსტად ერთი სეზონის შემდეგ კატალონიელებმა რევანშის აღება შეძლეს. იმ მატჩშიც მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა, მაგრამ ამჯერად გადამწყვეტი ბურთის შეგდება ლუდოვიკ ჟიულიმ შეძლო.
წარმატებების სერიის გაგრძელება ”სან სიროზე” კატალონიელებმა შარშანაც შეძლეს, ჯგუფურ ეტაპზე და იტალიური გრანდი ანგარიშით 3-2 დაამარცხეს. ჩავი ერნანდესმა გამოიყენა ლეო მესის პასი, 63-ე წუთზე და გუნდს გამარჯვება მოუტანა. იგივე წლის 1/4 ფინალებში კლუბები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს, მაგრამ ”ბარსამ” იქ მარტივად შეძლო გამარჯვება (3-1). როგორც ყოველთვის ისინი აკონტროლებდნენ თამაშს და რეალური მომენტები გამოიყენეს.
გამარჯვებების სერია ”სან სიროზე” ისეთ გუნდთან, როგორიც ”მილანია” ნამდვილად საამაყოა. ამ გუნდს ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული და ყოველთვის ღირსეულ მეტოქედ ითვლება, ხოლო თავიანთ სტადიონზე ძირითადად ფავორიტები არიან. გუშინდელ მატჩში თვით იტალიელების ფანებიც იკავებდნენ თავს ამ მატჩის წინასწარ კომენტირებაზე, მაგრამ რა მოხდა ბოლოს ჩვენ ყველამ ვნახეთ. კულეებისთვის სამწუხაროდ, გუშინ ”მილანმა” თავის საუკეთესო თამაში აჩვენა ამ სეზონში. მოკლედ, რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ ეს თამაში და ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე ”სევილიასთან”, რომელიც 23 თებერვალს ღამე გაიმართება. ხოლო 3 მარტს, კამპ ნოუზე კატალონიელები იძულებულნი არიან, ”მილანთან” რევანში აიღონ და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.



