“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას უკეთესს შეხვედრაში ვერ განაახლებდა, კატალონიელები “სან სიროზე” თამაშისთვის ემზადებიან. 1/8 ფინალში ისინი “მილანს” დაუპირისპირდებიან და 12 მარტს, “ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრის წინ დადებითი შედეგის მოპოვებას შეეცდებიან. რა თქმა უნდა, ამისთვის საუკეთესო სტუმრად გატანილი გოლი იქნება. გასულ წელს 1/4 ფინალში გუნდი ზუსტად ამ სტადიონზე სათამაშოდ ჩავიდა და შეხვედრა 0:0 დასრულდა, რაც ადვილი არ იყო.
ჩავი საეჭვოა
ჟორდი როურას განკარგულებაში 20 ფეხბურთელია, თუმცა საბოლოო განაცხადიდან მწვრთნელს 2 ფეხბურთელის ამოღება მოუწევს. ადრიანო და დავიდ ვილია შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებენ, ამავდროულად კითხვის ნიშნებია ჩავისთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა გამოტოვა. თუკი ნახევარმცველი სრულად ვერ შეძლებს თამაშის ჩატარებას, მაშინ მას ტიაგო ალკანტარა შეცვლის, რომელმაც სრულად ითამაშა “ხეტაფესთან” და “გრანადასთან”.
ფორმაში მყოფი 2 გუნდი
ორივე გუნდი ამ ეტაპზე ძალიან კარგ მდგომარეობაშია. “ბარსა” ძალიან ახლოსაა ესპანეთის ჩემპიონასთან, ხოლო “მილანი” იტალიის ჩემპიონატში მაღალ პოზიციაზე იმყოფება. “მილანმა” 2013 წელს 5 შეხვედრაში იმარჯვა, 2 მატჩი კი ფრედ დაასრულა. აღსანიშნია ისიც, რომ 2013 წელს შინ ჩატარებული 4 შეხვედრიდან “მილანმა” ყველა ანგარიშით 2:1 მოიგო. მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ “ბარსას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ელ-შაარავი.



