რაფა ალკანტარა, იგივე რაფინია არის ბრაზილიელი 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც ”ბარსა ბ-ს” ღირსებას იცავს. იგი სან პაულოში დაიბადა და კატალონიელთა რიგებში 13 წლის ასაკში ჩაირიცხა. ხოლო 4 წლის შემდეგ შედგა მისი სანატრელი დებიუტი ”ბარსელონა ბ-სთან” ერთად. უდავოდ, რაფინია დეულოფეუსთან ერთად არის ”ბარსელონას” ახალგაზრდული კლუბის ლიდერი. სხვათა შორის, მას ასევე ჰქონდა დებიუტი კატალონიელთა პირველ გუნდთან ერთად, თასზე. იმ თამაშში ”ბარსამ” 2:0 დაამარცხა ”ჰოსპიტალეტი”.
რაფინია არის ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმა. ორივე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დიდი რაოდენობის ნიჭითა და შრომისუნარიანობით. ტიაგომ უკვე მიაღწია თავის ოცნებას და ოფიციალურად ჩაირიცხა კატალონიელთა პირველ გუნდში, ხოლო მის უმცროს ძმას ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ”ბარსა ბ-სთან” ერთად მან წინა სეზონში 39 მატჩი ჩაატარა (აქედან 35 სასტარტო შემადგენლობაში) და 8 გოლის გატანა მოახერხა. გუნდის ბომბარდირობა არ არის მისი მთავარი მოვალეობაა. რაფა ძირითადად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ იგი ”ფლეიმეიქერის” როლს ასრულებს თავის კლუბში. რაფინია არის სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მოედნის ხედვა. ყველა ფეხბურთის სპეციალისტი მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ”ბარსაში” ყველაზე ცნობილი დუეტი, რა თქმა უნდა, ჩავი ინიესტაა და ბევრი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი ძმები, ტიაგო და რაფა, ზუსტად იგივე ტანდემს შექმნიან კლუბის რიგებში.
დეულოფეუსთან ერთად რაფინია ჩემი ფავორიტია ”ბარსა ბ-ში” და ყველანაირად ვცდილობ არ გამოვტოვო მათი თამაში. რაფას პროგრესი თამაშიდან თამაშამდე ნათლად ჩანს. ახლა კი შემოგთავაზებთ საინტერესო სტატისტიკასა და ვიდეოს ამ უდიდესი ტალანტისა.
კლუბი | სეზონი | ესპანეთის ლიგა | ესპანეთის თასი | ევროპა | სხვა | ჯამში | |||||
მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | ||
ბარსელონა ბ | 2010-11 | 9 | 1 | — | 9 | 1 | |||||
2011-12 | 39 | 8 | — | 39 | 8 | ||||||
2012-13 | 20 | 5 | — | 20 | 5 | ||||||
ჯამში | 68 | 14 | — | 68 | 14 | ||||||
ბარსელონა | 2011-12 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 |
2012-13 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | |
ჯამში | 0 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | |
კარიერა | 68 | 14 | 1 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 71 | 14 | |
[media=http://www.youtube.com/watch?v=KDVvF6rHGP0]
P.S. ეს ჩემი 50-ე სიახლეა. იმედია მოგეწონებათ



