მოსალოდნელი და ძალიან სასიხარული ინფორმაცია “ბარსელონას” რიგებიდან. მიმდინარე კვირაში თამაშის უფლებას მისცემენ ერიკ აბიდალს.
ფეხბურთელს გასული წლის აპრილში ღვიძლი გადაუნერგეს. აგვისტოდან მან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განაახლა, ხოლო დეკემბერში ექიმებმა დიდ ფეხბურთში დაბრუნების უფლება მისცეს, რის შემდეგაც ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
2 თვიანი დატვირთვების შემდეგ ერიკმა სრულად აღიდგინა ფიზიკური ფორმა და კონდიციები. ჟორდი როურა ასევე კმაყოფილია ფეხბურთელით. მიმდინარე კვირაში ექიმები აბიდალს მოედანზე გასვლის უფლებას მისცემენ.
დიდი ალბთობით ფეხბურთელი “სევილიასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდება და თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ “ნოუ კამპს” დაუბრუნდება.