1994 წლის 19 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, “ბარსელონამ” “ოსასუნა” გაანადგურა. სტუმართა კარში 3 გოლი რომარიომ გაიტანა, დუბლით თავი კუმანმა გამოიჩინა, ხოლო თითო ბურთი სტოიჩკოვმა, ამორმა და ესტებარანსმა გაიტანეს. 8 ბურთდან 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა, ხოლო ერთი ჯარიმიდან.
1922 წლის 19 თებერვალს, დაიწყო “ბარსელონას” ახალი სტადიონის, “ლეს კორტესის” მშენებლობა. სამ თვეში, 25 ათასიანი ტევადობის სტადიონი უკვე აშენებული იყო.



