“ბარსელონას” 2 თვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. “მილანთან” გასამართ შეხვედრამდე 2 დღით ადრე პედრო როდრიგესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება მისი გუნდი: “ძალიან მონდომებულები ვართ ამ ტურნირზე ისეთ ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ, როგორიც “მილანია”. ყოველ წელს ამ ეტაპზე თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან თამაშებს შორის დიდი დროა“.
გაფრთხილებები “მილანზე”
“ყოველთვის რთული მეტოქეა “მილანი”, რადგან მათ ძალიან დიდი ისტორია უმაგრებთ ზურგს და შემადგენლობაში ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩემპიონთა ლიგის 2 შეხვედრაში… ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ძალიან ფრთხილად ვითამაშოთ დაცვაში“.
“ჩვენ არ ვართ მესიზე დამოკიდებულები”
ესპანელმა თავდამსმხელმა განაცხადა, რომ ლეო მესი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა გუნდი მასზე დამოკიდებული არაა: “ის გადამწყვეტი მოთამაშეა მისი მოქმედების და გოლების გამო… ის გადამწყვეტია, რადგან მოედანზე იღებს პასუხისმგებლობას. შესამჩნევი იქნება ის რომ არ თამაშობდეს, თუმცა მასზე დამოკიდებულები არ ვართ“.
ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ
“სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა, ჩვენ კი ყველა ტიტულის მოგებას ვცდილობთ” – განაცხადა პედრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ შიდა ჩემპიონატში გუნდი კომფორტულადაა. “ლა ლიგის ტიტული ყოველ კვირას გვიახლოვდება, თუმცა წინ ბევრი მატჩი გველის“.
როდესაც მის თამაშზე შეეკითხნენ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ფუნქია გუნდზე დახმარება და გაუმჯობესებაა: “გოლები მნიშვნელოვანია, რადგან ეს რწმენას გმატებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებების გასაგრძელებლად“.



