ჟორდი როურამ “მილანთან” გასამართი შეხვედრისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა. გუნდი იტალიაში ხვალ გაემგზავრება და “სან სიროს” სტადიონზე ვარჯიში სამშაბათს გაიმართება.
გუნდმა დღეს ჩემპიონთა ლიგის ბურთებით ივარჯიშა და როურას საშუალება მიეცა ჩავი ერნანდესის და დავიდ ვილიას ფიზიკური კონდიციები შეემოწმებინა, რომლებიც თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ. ჩავის ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს, ხოლო როურა და ვილია შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელისთვის უმჯობესი იქნება ბარსელონაში დარჩენა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება თირკმელზე არსებული პრობლემების შემდეგ.
ადრიანო კორეია, რომელსაც ასევე დაზიანება ჰქონდა ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიშობდა და ის გამოტოვებს ოთხშაბათის შეხვედრას, თუმცა განაცხადში მოხვდა “ბარსელონა ბ”-ს მეკარე, ოიერი.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ოიერი, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=FK3eJn_vUeA]
