workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
… და 14 კვირა ზედიზედ

… და 14 კვირა ზედიზედ

 

 – მესი პრიმერას ზედიზედ 14 შეხვედრაში იტანს გოლს და ამ სტატისტიკაში მაჩვენებლს ყოველ კვირას ზრდის.

 – “გრანადა” არგენტინელი გენიის კიდევ ერთი მსხვეპლი გახდა. ახლა მხოლოდ “სევილია” და “სელტა” არიან ის გუნდები, რომელთა კარები მას მიმდინარე სეზონში არ დაულაშქრავს.

 – არგენტინელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 12 გასვლით შეხვედრაში გაიტანა გოლი. ასევე მესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გასვლით მატჩებში 20 ბურთზე მეტი გაიტანა, პირველად ეს შედეგი რონალდუმ დააფიქსირა.

 – მიმდინარე სეზონში მესიმ პრიმერაში 37 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად 48. მან “ბარსას” რიგებში გატანილი გოლების რაოდენობა 301 გოლამდე გაზარდა.

 – “გრანადასთან” შეხვედრაში მან მე-10 გოლი გაიტანა ჯარიმის შემდეგ “ბარსას” რიგებში. მიმდინარე სეზონში მას 3 გოლი აქვს გატანილი ჯარიმის შემდეგ.

 – “გრანადასთან” გამარჯვება მეორე წრეში სტუმრად მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.

 – პრიმერაში გუნდმა უკვე 4-ჯერ მოახერხა “ქამბექი”. წინა 3 შემთხვევაში იყო “ოსასუნასთან”, “სევილიასთან” და “ატლეტიკოსთან”.

 – 24 ტურში გუნდმა 80 გოლი გაიტანა: 40 “ნოუ კამპზე”, 40 სტუმრად.

 – “გრანადასთან” შეხვედრაში გუნდის ბურთის ფლობა 82% იყო. კატალონიელებმა კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 6 კარში წავიდა. პედროს დარტყმულის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward