ჯონათან დოს სანტოსი არის მექსიკელი, 22 წლის ბიჭი, რომელიც ”ბარსა ბ-ს” ღირსებას იცავს. მიუხედავად, ამისა იგი მრავალჯერ იქნა გამოძახებული პირველ გუნდში. იგი, ძირითადად, ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და სად დაიწყო მისი კარიერა.
ადრეული წლები
ჯონათანი მექსიკაში დაიბადა. ის არაერთ საფეხბურთო ტურნირზე გამოდიოდა უფროს ძმასთან, ჯოვანი დოს სანტოსთან ერთად, რომელიც წლების განმავლობაში ”ბარსელონას” ღირსებას ასევე იცავდა. ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრის დროს, საფრანგეთში, კატალონიელთა სკაუტებმა ძმები ჯოვანი და ჯონათან შეამჩნიეს. ამის შედეგად, ორივე მათგანი აღმოჩნდება ”ბარსაში”.
საფეხბურთო კარიერა
2009 წლის ზაფხულში ”ბარსა ბ”-ს მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეამჩნია მექსიკელი, 19 წლის ახალგაზდა ბიჭი. ყველასდა გასაკვირად, ამავე წლის აგვისტოში გუარდიოლამ ჯონათანი პირველ გუნდში გამოიძახა, როდესაც ბლაუგრანა იყო შეკრებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოფიციალურ მატჩში, გუარდიოლამ ის პირველად 15 აგვისტოს, ”ატლეტიკ ბილბაოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიწვია, მაგრამ 93 წუთის განმავლობაში იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ”ბარსა ბ”-სთან ერთად მისი დებიუტი 2009 წლის 5 სექტემბერს შედგა ”მალიორკა ბ”-ს წინააღმდეგ. იმ თამაშში საბოლოო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა. სამწუხაროდ მისი დებიუტი თითოეულ ტურნირზე უკვე მატჩის მიწურულს ხდებოდა. კოპა დელ რეიზე იგი მე-80 წუთზე გამოჩნდა სეიდუ კეიტას ნაცვლად. ჩემპიონთა ლიგაზე დოს სანტოსი მოედანზე გამოვიდა ანდრეს ინიესტას მაგივრად 92-ე წუთზე, მაგრამ ლა ლიგა გამონაკლისია. ესპანეთის ლიგის დებიუტი ჯონათანს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ ჰქონდა და ამ მატჩში მან ძირითადში შეძლო ადგილის მოპოვება. მექსიკელი ერთგულია კატალონიელებისა, ჯოვანისგან განსხვავებით. ამ სეზონის დასაწყისში მან უარი განაცხადა რომელიმე სხვა ესპანურ კლუბში გადასვლაზე. სხვათა შორის მისით დაინტერესებულები იყვნენ ”რეალ ბეტისი”, ”მალაგა” და ”სევილია”.
ჯონათან დოს სანტოსი არის ფეხბურთელი, რომელიც არ გამოირჩევა გოლებით და საგოლე გადაცემებით, მაგრამ მას აქვს სხვა ბევრი პლიუსი. იგი შესანიშნავად ასრულებს ე.წ. ”შავ სამუშაოს”, არის ტექნიკური, აგრესიული და ამავდროულად ჭკვიანი. მოკლედ, გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. სამწუხაროდ სტატისტიკაში არ ჩანს თუ რამდენად სასარგებლოა იგი. ბევრს მიაჩნია, რომ მექსიკელი უფრო კარგია საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ იგი იმდენად ტექნიკურია და იმდენად კარგი მოედნის ხედვა აქვს, რომ ორივე პოზიციაზე თანაბრად შეუძლია თამაში. ეს კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მის უნივერსალურობაზე. ჯონათანი ძალიან დიდ პროგრესს განიცდის სეზონიდან სეზონამდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იგი იქნება შეუცვლელი ფიგურა კატალონიელთათვის. სტატიის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ამ ახალგაზრდა ბიჭის სტატისტიკას და ძალიან საინტერესო ვიდეორგოლს.
| კლუბი | სეზონი | ესპანეთის ლიგა | ესპანეთის თასი | ევროპა | სხვა | ჯამში | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მონაწილეობა | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | მონაწ. | გოლები | ||
| ბარსელონა ბ | 2009-10 | 19 | 1 | – | 19 | 1 | |||||
| 2010-11 | 32 | 2 | – | 32 | 2 | ||||||
| 2011-12 | 30 | 3 | – | 30 | 3 | ||||||
| ჯამში | 81 | 6 | – | 81 | 6 | ||||||
| ბარსელონა | 2009-10 | 3 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 |
| 2010-11 | 2 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 5 | 0 | |
| 2011-12 | 3 | 0 | 3 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 8 | 0 | |
| 2012-13 | 1 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 | |
| ჯამში | 9 | 0 | 9 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 23 | 0 | |
| კარიერა | 90 | 6 | 9 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 104 | 6 | |
[media=http://www.youtube.com/watch?v=dVNbp27lktI]