მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 ”ბარსასთვის” სეზონში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ჩემპიონთა ლიგაზე მათი მეტოქე ”მილანია”, ლა ლიგაზე კატალონიელებს უწევთ ურთულესი თამაშები ”რეალისა” და ”სევილიის” წინააღმდეგ, ხოლო კოპა დელ რეის ნახევარფინალში, თვის ბოლოს მათ კიდევ ერთი ”ელ კლასიკო” ელით. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის ჯერ-ჯერობით მთავარია გასვლითი მატჩი ”გრანადასთან”. გუნდის ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა: ”ჩემპიონები ხდებიან ისინი, ვინც ქულებს არ კარგავენ აუტსაიდერებთან.” 

 მოგეხსენებათ, რომ კატალონიელებმა ბოლო ორი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულეს და მესამე თამაში ზედიზედ უკვე კლუბისთვის საგანგაშო იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში