workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გრანადა” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

“გრანადა” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

გუნდს ბოლო 2 კვირაში მხოლო 2 შეხვედრის გამართვა მოუწია, შემდეგ 14 დღეში კი სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართება. ჩემპიონთა ლიგაში გუნდი “მილანს” დაუპირისპირდება, ხოლო თასის 1/2 ფინალში მადრიდის “რეალს”. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟორდი როურას მთელი ყურადღება “გრანადასთან” შეხვედრაზე იყო გადატანილი: “ამჟამად ჩვენ მხოლოდ “გრანადასთან” გასამართ შეხვედრაზე ვართ გადართულები, რადგან ლა ლიგა მთავარი გამოწვევა ჩვენთვის. დადებითი შედეგი ყოველთვის წინ გადადგნული ნაბიჯია… პრიმერაში ჩვენ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა მოდუნების დრო არ არის“.

როდესაც მწვრთნელს ხვალინდელ შეხვედრაში შესაძლო როტაციაზე შეეკითხნენ მან განაცხადა: “გუნდის ასარჩევად დიდი არჩევანი გვაქვს. “მილანთან” შეხვედრა ოთხშაბათს გველის, რაც აღსადგენად დიდ დროს გვაძლევს. ჩვენ სეზონის იმ ნაწილში ვართ, სადაც ყოველ შეხვედრაში დიდი გამოწვევები გველის. ფიზიკურად და მორალურად იდეალურ მდგომარეობაში ვართ“.

გრანადა და ლუკას ალკარაზი

“ბარსელონა” ხვალინდელ შეხვედრაში სტუმრად გამარჯვებისთვის მიემგზავრება, გუნდს ბოლო ორ გასვლით შეხვედრაში არ უმარჯვია. როურა მიიჩნევს, რომ გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ლუკას ალკარაზის ხელმძღვანელობით “მათ ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ“. მისი დანიშვნის შემდეგ გრანადამ დაამარცხა “მადრიდის რეალი” და “დეპორტივო”. “ისინი წინ მიიწევენ, ჩვენ კარგად ვიცით ალკარაზის გუნდები, ისინი ყოველთვის სოლიდურები და ძლიერები არიან… ახლა ისინი კარგად თამაშობენ და მათთვის ჩვენი სტილის თავს მოხვევა გვსურს“. როურას ასევე ნოლიტოს შესახებ შეეკითხნენ: “მას კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი საფრთხეების შესახებ“.

მთელი ყურადღება ჩავისკენ

ჩავინ გუნდთან ერთად პირველად დღეს ივარჯიშა და როურა არ არის დარწმუნებული, იქნება თუ არა ნახევარმცველი “მილანთან” მატჩისთვის მზად: “ვიმედოვნებთ, რომ ის მზად იქნება. მის პროგრესს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“. დავიდ ვილიაზე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ “თირკმლის პრობლემების გამო ის რითმიდან ამოვარდა“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward