ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ბარსელონამ” წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან.
თუმცა კატალონიური გამოცემა “Sport” გვატყობინებს, რომ “ბარსელონას” არავითარი ხელშეკრულება არ გაოფორმებია. ტერ შტეგენს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2015 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ჯერ-ჯერობით ის ერთ-ერთი კანდიდატია ვიქტორ ვალდესის ჩანაცვლების, რომელიც ზაფხულში კატალონიას დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.



