ლიონელ მესიმ თავისი თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა შეაქო. ეს უკანასკნელი, წელს, შესანიშნავ სეზონს ატარებს და რაც მთავარია, ანდრესი საოცრად სტაბილურია. წელს, მას ფაქტიურად თამაში არ ჩაუგდია.
ესპანელმა ნახევარმცველმა, ბლაუგრანას ბოლო 17 თამაშში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის შედეგიან გადაცემებს უხვად იყენებს ლეო მესი. არგენტინელი აღიარებს, რომ უბრალოდ გაუმართლა იმაში, რომ ის ინიესტას თანაგუნდელია. ”ანდრესი ყველაფერს კარგად აკეთებს. მისი პროგრესი სახეზეა. ყოველი მატჩის შემდეგ ჩვენ უკეთეს ინიესტას ვხედავთ. ძალიან გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვთამაშობ. უბრალოდ მსიამოვნებს მისი თამაშის ყურება სტადიონზე, თამაში იქნება ეს თუ ვარჯიში – ანდრესი სამაგალითო ფეხბურთელია.”
ინიესტას ასეთი კარგი აღწერის შემდეგ მესიმ ისაუბრა კატალონიური გრანდის ფილოსოფიაზე: ”ჩვენ თამაშის სტილს არ სჭირდება საოცარი მწვრთნელი. ”ბარსაში” მთავარია გუნდური თამაში და არა ინდივიდუალურობა. ხოლო ჩვენი ახალგაზრდული გუნდების სიძლიერე ყველამ იცის. ”კანტერა” კატალონიელთა მთავარი დამრტყმელი ძალაა.”



