workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
გვარდიოლამ 1 წლით გაახანგრძლივა

გვარდიოლამ 1 წლით გაახანგრძლივა

როგორც გუშინ იყო დაანონსებული, პეპ გვარდიოლამ “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, რითიც საყვარელ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ოფიციალურად გვარდიოლა “ბარსას” მწვრთნელი ბოლო 14 დღის განმავლობაში აღარც იყო, რადგან მის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გაუვიდა.

დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, “ბარსელონას” ოფისში ერთმანეთს ერთის მხრივ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, მეორეს მხრივ კი პეპ გვარდიოლა, მისი აგენტი ხოსეპ მარია ორობიტგი და ტიტო ვილანოვა შეხვდნენ. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით გვარდიოლამ გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ იანვარში მან კლუბში კიდევ მინიმუმ 1 წლით დარჩენის პირობა დადო. მაშინ არც არავის უფიქცია ახალი კონტრაქტის გაფორმება – პეპს უბრალოდ სიტყვაზე ენდნენ და არც შემცდარან.

მომდევნო სეზონი გვარდიოლა-მეწვრთნელისთვის “ბარსელონას” სათავეში მესამე იქნება. განვლილ ორ სეზონში მან კლუბთან ერთად 7 ტიტული მოიგო. “ბარსელონას” პირველი გუნდის ჩაბარებამდე პეპი მეორე გუნდს (ბარსა B) წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ასევე მიაღწია წარმატებას, ამოიყვანა რა ახალგაზრდა კატალონიელები ერთი დივიზიონით ზემოთ.

 

აქვე გაგაცნობთ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “ბარსელონას” პირველი გუნდის მიერ გამართული მატჩების სტატისიკას:

თამაში: 121

მოგება 87 (72%)

ფრე: 23 (19%)

წაგება: 11 (9%)

გატანილი გოლი: 296 (2.44 თამაშში)

გაშვებული გოლი: 94 (0.77 თამაშში)

ქულები ესპანეთის ჩემპიონატში 186 (87 პირველ სეზონში, 99 მეორეში)

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward