დღეს გასამართ შეხვედრაში ჩვენ ახალ რეალობას ვნახავთ. “ხეტაფესთან” შეხვედრა ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება, რაც 1965 წლის შემდეგ “ნოუ კამპზე” არ მომხდარა.
ამის გამო სამწრთნელო შტაბმა მატჩის წინ წესები შეცვალა. ის მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში მოხვდნენ ღამით სასტუმროში ერთად დაბინავდნენ.
შესაძლო როტაცია
ის ფაქტი, რომ შუა კვირაში გუნდის 14 მოთამაშე სანაკრებო შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას იმაზე მეტყველებს, რომ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ჟორდი როურამ განაცხადა, რომ მან განიხილა ტიტო ვილანოვასთან რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დასვენების შესაძლებლობა. ამას გარდა გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ჩავი ერნანდესი, რომელიც მიმდინარე სეზონში პრიმერას პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
“ვალენსიასთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. გუნდის შედეგები “ნოუ კამპზე” წელს შესანიშნავია – 9 გამარჯვება და 1 ფრე. კატალონიელებმა გაიტანეს 34 გოლი და მიიღეს 8. “ბარსელონა” ჩემპიონატში ინარჩუნებს პირველ პოზიციას და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს.
არაპროგნოზირებადი მეტოქე
“ხეტაფე” ამ შეხვედრის წინ პრიმერაში საპატიო მე-12 პოზიციაზე იმყოფება, თანაც მათ დიდი ხანია წამყვანი მოთამაშეების გარეშე უწევთ ასპარეზობა. მოია, რაფა, ვალერა, ხუან როდრიგესი, ლაფიტა და მანე დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებენ, თუმცა მწყობრში დაბრუნდა პედრო ლეონი. გასულ კვირას მათ 9 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და 3:1 დაამარცხეს “დეპორტივო”.
P.S. ესეც ჩემი 3100-ე სიახლე ბარსამანიაზე



