“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ხვალინდელი შეხვედრისთვის განაცხადში 20 მოთამაშე შეიყვანა. განაცხადს მიღმა ტრავმების გამო დარჩნენ ჩავი ერნანდესი, ჯონათან დოს სანტოსი და ერიკ აბიდალი. მოთამაშეები დღეს 20:15 საათზე შეიკრიბებიან და ღამეს სასტუმროში ერთად გაატარებენ.
ბოლო სავარჯიშო სესია
ხვალ გასამართი შეხვედრის წინ მოთამაშეებს ბოლო ვარჯიში ჩაუტარდათ მას შემდეგ, რაც პარასკევს დაისვენეს. სესია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა და ერთადერთი სიახლე ხოსე მანუელ პინტოს გამოჩენა იყო, რომელაც ხუთშაბათის ვარჯიში გრიპის გამო გამოტოვა.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, სონგი, ტელიო.




