მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ჩვენი ძალა

 

ტიტო ვილანოვა და ერიკ აბიდალი, ორი ადამიანი, “ბარსელონას” ორი აღმაფრენა. ადამიანები, რომლებიც უმატებენ “ბარსას” ფეხბურთელების ძალას, დაამარცხონ და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ მეტოქეს. მოთმინება, შრომა, ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ. 

 

 

ჩვენი შეუვალობა

ვიქტორ ვალდესი, “ბარსელონას” შეუვალობის გარანტი. მეკარე, რომელმაც ამდენი შრომა, ბრძოლა “ბარსელონასთვის” გასწია. მისი სიყვარული გუნდისადმი უსაზღვროა. კულეები მხოლოდ და მხოლოდ მას აპატიებენ იმ შეცდომებს, რომელიც მან დაუშვა ან მომავალში დაუშვებს. 

 

 

ჩვენი გული

კარლეს პუიოლი, ჩვენი კაპიტანი, ჩვენი კომგული, ჩვენი გული. მისი გული და სიყვარული “ბარსელონასადმი” იმდენად დიდია, რომ ვერცერთი ტრავმა, ვერცერთი კედელი მას ვერ შეაჩერებს, რომ დაღვაროს მისი ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი მოედანზე.

 

ჩვენი სული

ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი, ჩვენი სული, ჩვენი სუნთქვა, ჩვენი ინტელექტი. ერთი სული ორ სხეულში. რი ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივარს საკუთარი თამაშით გულს უხარებს, თვალს ასიამოვნებს და სულს აწყნარებს. ორი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთს სხვადასხვა შედევრებით ალამაზებს.

 

 

ჩვენი სიამაყე

არგენტინელი ვარსკვლავ-ბიჭუნა, “ბარსელონელი” გენიოსი, ჩვენი სიამაყე. ჯადოქარი, რომელიც მოედანზე არაამქვეყნიურ რამეებს აკეთებს. უცხოპლანეტელი მოვლენილი დედამიწაზე, რათა მისი კარიერის განმავლობაში ხალხს ნამდვილი ფეხბურთი, ნამდვილი ნიჭი და ღმერთის ძალა აჩვენოს. 

 

ჩვენი სიხარული

ორი ფეხბურთელი, რომელიც მხიარულებას მატებს გუნდს. ორი პრანკსტერი, რომელიც თანაგუნდელებს აახლოვებს ერთმანეთთან და გადაჰყავს სხვა განზომილებაში. დროებით ავიწყებს გუნდს იმ მძიმე შრომას, ფეხბურთს მოედანს და ბრძოლას. 

ჩვენი ერთგულება

სერციო ბუსკეტსი და პედრო როდგირესი, სიმბოლო ერთგულების და თავდადებისა. ორივე ფეხბურთელი უსაძღვროდ მადლიერია გუნდის და ამ მადლიერებას საკუთარი საუკეთესო თამაშით გამოხატავენ. ორივე ფეხბურთელს უსაზღვროდ სურს ამ გუნდში აღზევება და შემდგომში კარიერის დასრულება.

 

 

ჩვენი ვნება

ჩვენი ვნება, ჩვენი ჟინი, ჩვენი გატაცება, ჩვენი სიყვარული. სურვილი ფეხბურთის თამაშისა დაღლამდე, ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში