ლეო მესი, რომელმაც თავისი კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა, 25 წლისაა და ”ბარსელონაში” 13 შესანიშნავი სეზონი აქვს გატარებული. გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის კარიერის 13 ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს.
ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში (ოქტომბერი 16, 2004): ლეოს პირველი მატჩი ძირითადი გუნდის რიგებში გაიმართა 9 წლის წინ, კატალონიურ დერბიში. იმ თამაშში მესი ცვლილებაზე შევიდა დეკოს ნაცვლად.
პირველი გოლი ლა ლიგაში (მაისი 1, 2005): “კამპ ნოუზე”, “ალბასეტეს” წინააღმდეგ, მესიმ მიიღო შესანიშნავი პასი რონალდინიოსგან და მეკარეს ბურთი თავზე წყნარად გადაუგდო. ”ბარსამ” იმ მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 2-0. იმ წელს კატალონიელებმა პირველი ლა ლიგა მოიგეს რაიკაარდის ეპოქაში.
ხოან გამპერის თასი, იუვენტუსის წინააღმდეგ (აგვისტო 24, 2005): ამ დროისთვის კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბმა იცოდა მესის შესაძლებლობები, მაგრამ ზუსტად ამ თამაშის შემდეგ არგენტინელი იმ დროის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. იგი უბრალოდ შეუჩერებელი იყო.
19 წლის ლიონელ მესი აკეთებს ჰეთ თრიქს ”რეალის” წინააღმდეგ (მარტი 10, 2007): პირველი ჰეთ თრიქი პირველი გუნდის შემადგენლობაში მან გააკეთა კამპ ნოუზე, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ. მისი მესამე გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 1 ქულა მოუპოვა. თამაში ფრედ, 3-3 დასრულდა.
მარადონას მსგავსი გოლი ხეტაფეს წინააღმდეგ (აპრილი 18, 2007): ესპანეთის თასის ნახევარფინალში, მესიმ ისტორიული გოლი გაიტანა: მან ბურთი ცენტრის ხაზთან მიიღო, მოატყუა ყველა მოწინააღმდეგე, რომელიც გზად შეხვდა (მეკარის ჩათვლით) და გაიტანა შესანიშნავი ბურთი. მესის ეს გოლი ძალიან ჰგავს არგენტინელი დიეგო მარადონას მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის კარში გატანილ გოლს.

ტრებლი რომში (მაისი 27, 2009): არგენტინელმა გაიტანა შესანიშნავი თავური მანჩესტერის წინააღმდეგ რომში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ გოლს დიდი წვლილი მიუძღოდა იმაში, რომ იმ წელს ”ბარსელონამ” თავის ისტორიაში პირველი ტრებლი მოიგო. (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი)
პირველი ”ოქროს ბურთი” (დეკემბერი 1, 2009): 2007 წელს ლეომ მესამე ადგილი აიღო, 2008 წელს მეორე, ხოლო 2009 წელს მან თავის კარიერაში პირველი ”ოქროს ბურთის” მოგება მოახერხა.
გამარჯვების გოლი ”გულით”; მსოფლიოს საკლუბო საკლუბო ჩემპიონატის მოგება (დეკემბერი 1, 2009): “ბარსა” გავიდა იმ ერთადერთი თასის ფინალში, რომელიც 2009 წელს არ მოეგოთ. აბუ დაბიში, ”ბარსამ” ”ესტუდიანტესი” დამატებით დროში, მესის გოლის წყალობით დაამარცხა. არგენტინელმა გოლი ”გულით” გაიტანა. ამ თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა შესძლეს ერთ წელიწადში 6 თასის მოგება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

გადამწყვეტი გოლი ”უემბლიზე” (მაისი 28, 2011): ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გვარდიოლას ეპოქაში. მესიმ შეაგდო ერთი ბურთი და ანგარიში 2-1 გახადა. ხოლო მეორე ტაიმში კატალონიელებმა მესამე გოლიც გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს (3-1).
კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (მარტი 20, 2012): “გრანადას” წინააღმდეგ, კამპ ნოუზე მესი გახდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ოფიციალურ მატჩებში. მან დაამყარა სესარ როდრიგესის რეკორდი და შეძლო 232 გოლის გატანა.
50 გატანილი გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში და მეორე ”ოქროს ბურთი” (მაისი 12, 2012): 2011/2012 წლებში სეზონი მორჩა მესის საოცარი შედეგით.. მან შეძლო 50 გოლის გატანა ლა ლიგაში მხოლოდ ერთ სეზონში. ამ სტატისტიკის წყალობით მან შეძლო მეორე ”ოქროს ბურთის” მოგება.
მესი აუმჯობესებს მიულერის რეკორდს (დეკემბერი 22, 2012): არგენტინელმა 1 კალენდარულ წელიწადში შესძლო 91 გოლის გატანა და მოხსნა მიულერის რეკორდი (85 გოლი).
ზედიზედ მეოთხე ”ოქროს ბურთი” (იანვარი 7, 2013): მესი ხდება ფეხბურთის ისტორიაში პირველი, ვინც ”ოქროს ბურთის” მეოთხეჯერ ზედიზედ აღება მოახერხა.
P.S. სტატიის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც ასახავს არგენტინელის ზემოთ ნახსენებ ცამეტივე მნიშვნელოვან მომენტს ”ბარსელონას” რიგებში..
[media=http://www.youtube.com/watch?v=D9FHebYCJK8]