მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი: ”წინ ურთულესი თამაშები გველის”

დანი ალვესი: ”წინ ურთულესი თამაშები გველის”

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აკეთებს საკმაოდ ხმაღალ განცხადებას, რომ ”ბარსა” მზადაა ყველა ფრონტზე ითამაშოს ბოლომდე, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა. მოგეხსენებათ, რომ კატალონიელებს თებერვალში თამაში ისეთ გუნდებთან უწევთ, როგორებიც არიან ”მილანი” და მადრიდის “რეალი”.

მისი კარიერის საუკეთესო მომენტი, როგორც თვითონ ფეხბურთელი აცხადებს, არის შარშანდელი გოლი ”რეალის” წინააღმდეგ, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში.

დანიელ ალვესი ამბობს, რომ აღტაცებით ელოდება ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის თამაშებს, შესაბამისად, ”მილანსა” და ”რეალის” წინააღმდეგ.

”ეს ზუსტად ის მატჩებია, რომელსაც გუნდი მოუთმენლად ელის. ამ მატჩებამდე ბევრი ბრძოლა მოგვიწია. ასე რომ არ გვაქვს უფლება გულშემატკივრებს იმედები გავუცრუოთ. მზად ვართ თითოეულ მათგანში 110%-ით დავიხარჯოთ.” – აცხადებს ბრაზილიელი Google+თან ინტერვიუში.

სწორი დამოკიდებულება

დანი ალვესმა გააკეთა თამამი განცხადება, რომ ”ბარსა” დაკომპლექტებულია ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც სწორი დამოკიდებულება აქვთ მოგებისადმი, თუ წაგებისადმი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროფესიონალური ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რაშიც თავად ბრაზილიელიც ეთანხმება. ”მოგების შეგრძნებას ალბათ არაფერი სჯობს, მაგრამ როდესაც ამდენს იგებ, წაგებას ორმაგი აგრესიით ხვდები. საბედნიეროდ, ჩვენი გუნდი ისეთი ფეხბურთელებითა დაკომპლექტებულია, რომლებმაც იციან, რომ მუდამ მოგება შეუძლებელია. ზუსტად ამიტომ ვაჩვენებთ ასეთ კარგ შედეგს.”

 საუკეთესო მომენტი ”ბარსას” მაისურით

Google+ის კორესპონდენტებმა საკმაოდ საინტერესო შეკითხვა დაუსვეს დანის, თუ რომელი იყო მისი საუკეთესო მომენტი კატალონიურ გრანდში. ალვესმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ეს არის გოლი ”რეალის” კარში, რომელიც მან შარშან ესპანეთის თასის მეოთხედ ფინალში გაიტანა. მისი გოლი, მადრიდელების დამარცხებაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=5EAuVKRZhvQ]

მესის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ

ბრაზილიელბა მცველმა ასევე აღტაცებით აღძრა მესის კონტრაქტის გახანგრძლივების თემა. ”ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს გამორჩეული დღე კულეებისთვის, რადგან კლუბის საუკეთესო აქ მოთამაშე 2018 წლამდე დარჩება. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან მიზნად ბევრი ტიტულის მოგებას ვისახავთ და უბრალოდ მინდა დიდი ხანი გავატარო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, რომლის სახელია ლიონელ მესი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში