ხერარ დეულოფეუ არის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ”ბარსა ბ”-ს ღირსებას იცავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ-ჯერობით კატალონიელების ახალგაზრდულ კლუბშია ჩარიცხული, დეულოფეუს გააჩნია უდიდესი ტალანტი. (რაც დამახასიათებელია ”ბარსას” ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის) შემოგთავაზებთ ხერარის ბიოგრაფიას და საინტერესო ფაქტებს მისი კარიერიდან.
დეულოფეუ კატალონიაში დაიბადა და 9 წლის ასაკში (2003 წელს) ”ბარსელონას” რიგებში ჩაირიცხა. 2011 წლის 2 მარტს მას ქონდა დებიუტი ”ბარსა ბ”-ს მაისურით. ის თამაში 4-1 მორჩა კატალონიელების გამარჯვებით, ხოლო დეულოფეუმ დაანახა ყველას თავისი საოცარი სისწრაფე და ტექნიკა. ეს უკანასკნელი ცოტა დასახვეწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში იგი ძალიან ტექნიკური იქნება.
2011 წლის აპრილში გამოიძახეს ”ბარსას” პირველ გუნდში. ბევრისთვის 22 თუ 23 წლის ასაკში კატალონიის გრანდში ყოფნა მიღწევაა, ხოლო დეულოფეუ 17 წლისა იყო, როდესაც პირველად მოხვდა იქ. მაგრამ იმ თამაშში ესპანელი თავდამსხმელი მოედანზე არ გამოჩენილა. ხოლო 4 თვის შემდეგ, შედგა მისი სანატრელი დებიუტი ”ბარსას” მაისურით გუადალახარას წინააღმდეგ, რომელიც გუნდმა 4-1 მოიგო. 3 დღის შემდეგ კი მან მოახერხა პირველი შედეგიანი გადაცემის გაკეთება.
2011 წლის 16 სექტემბერი ალბათ საუკეთესო დღე იყო მის ცხოვრებაში. მან მოახერხა გოლის გატანა ”ჰერკულესის” წინააღმდეგ, მაგრამ ”ბარსამ” მაინც წააგო ის თამაში 1-2.
პირადად მე აღფრთოვანებული ვარ ამ ბიჭით. მხოლოდ 18 წლის ასაკში მან მოახერხა კატალონიური გრანდის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაში და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერობა. ასევე მას გოლი აქვს გატანილი ”ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რაც ალბათ ყველაზე დიდი მიღწევაა მის კარიერაში. დეულოფეუ პირადად ჩემი ფავორიტია ”ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში და წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით.
P.S. ბევრ თქვენგანს შეიძლება არც ქონდეს ამ ბიჭის თამაში ნანახი, ასე რომ შემოგთავაზებთ ძალიან კარგ ვიდეოს მის შესახებ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=naCI3Besa20]


