მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცუდი სიტუაცია ესპანეთის ნაკრებში

ცუდი სიტუაცია ესპანეთის ნაკრებში

მოგეხსენებათ, რომ 1 კვირის წინ ჩატარდა მსოფლიოში ორი ყველაზე პრინციპული მეტოქის მატჩი. საუბარია ”ბარსელონასა” და ”რეალზე”. ესპანური პრესა იტყობინება, რომ ესპანეთის ნაკრებში მადრიდული კლუბის ფეხბურთელებს და კატალონიელებს სრულიად გაწყვეტილი აქვთ ერთმანეთთან კავშირი.

ბოლო ელ კლასიკოს შემდეგ, მადრიდელებმა თავის ჩვეულ ბინძურ სტილში ითამაშეს.. ძირითადად აქცენტი მესიზე კეთდებოდა. თვითონ თამაში ფრედ 1-1 დამთავრდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. კლასიკოს შემდეგ მადრიდულმა პრესამ ლიონელ მესის დააბრალა ალვარო არბელოას და მოურინიოს თანაშემწის, აიტორ კარანკას შეურაცხყოფა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ისინი ერთად ემზადებოდნენ ურუგაის წინააღმდეგ თამაშისთვის, რომელიც რამდენიმე საათის წინ დამთავრდა. საბოლოო ანგარიში 3-1 იყო და გოლების გატანა მხოლოდ კატალონიელებმა შეძლეს. ანგარიში ფაბრეგასმა გახსნა, ხოლო შემდეგ პედრო როდრიგესმა დუბლის შესრულება მოახერხა. ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ მთელი მოსამზადებელ პერიოდში ”რეალისა” და ”ბარსას” ფეხბურთელები ხმას არ ცემდნენ ერთმანეთს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში